სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დაბა ხარაგაულის N3 საჯარო სკოლის ლიტერეტურული კლუბის მორიგი საინტერესო შეხვედრა
09-03-2023
-
+


დაბა ხარაგაულის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები მასწავლებელთა ხელმძღვანელობით, სხვადასხვა საგანმანათლებლო სახის პროექტში აქტიურად ერთვებიან. სკოლაში ასევე წარმატებით ფუნქციონირებს ლიტერატურული კლუბი, რომლის წევრებიც მოსწავლეებთან შეხვედრებს აქტიურად მართავენ.

ამჯერად, საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეებთან ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ნინო ლოლაძის ხელმძღვანელობით, ჩამოყალიბებული ლიტერატურული კლუბის - „ლამპარი“ ერთ - ერთი სამუშაო შეხვედრა მოეწყო.

შეხვედრა საინტერესო აქტივობებს მოიცავდა: მოსწავლეებმა წაიკითხეს ქართული ხალხური ზღაპარი - „ოქროსტარიანი ცული“. მათ წაკითხული განიხილეს და მის შესახებ იმსჯელეს, ასევე ისაუბრეს პერსონაჟების თვისებებსა და ტექსტის მთავარ სათქმელზე.

„პატარა მკითხველებმა როლები გაინაწილეს და აღნიშნული ზღაპრის ინსცენირებაც წარმოადგინეს“, - გვიყვებიან სკოლაში.

შეხვედრამ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.

„წარმატებულ საქმიანობას ვუსურვებთ კლუბის წევრებს ნინო მასწავლებელთან ერთად!“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეხვედრები და აქტივობები სასკოლო ცოხვრებაში მოსწავლეთა ჩართულობას ზრდის.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება