სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მრავალფეროვანი აქტივობები და მოსწავლეთა შექმნილი თვალსაჩინოება - აჭყვას საჯარო სკოლის მე- 9 კლასელთა ინტეგრირებული სამოდელო გაკვეთილი
09-03-2023
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო და მრავალფეროვან გაკვეთილებს სთავაზობენ, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება. 

მე- 9 კლასის მოსწავლეებს საინტერესო ინტეგრირებული სამოდელო გაკვეთილი ჩაუტარდათ. სამოდელო გაკვეთილი დაგეგმეს საგნის პეგაგოგებმა - ხატია ზოსიძემ და ნესტან დუმბაძემ.

ამჯერად, როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა, წინასწარ დაგეგმილი აქტივობებით, ბიოლოგიისა და ქიმიაში წყლის მოლეკულის თვისებების შესახებ მიღებული ცოდნის გენერიზების მაგალითი აჩვენეს.

თითოეულ აქტივობას, საკითხის შესაბამისი თვალსაჩინოება ახლდა, რომელიც თვითონ მოსწავლეების მიერ იყო შექმნილი. მოსწავლეები მსჯელობდნენ წყლის ქიმიურ აგებულებაზე და ასაბუთებდნენ წყლის აუცილებლობას ადამიანისა და ზოგადად სიცოცხლისათვის. მეცხრეკლასელებმა ჯგუფური მუშაობით გამოიკვლიეს მინერალური წყლების მინერალიზაცია და მონაცემების საფუძველზე გამოიტანეს დასკვნა - როგორი მინერალიზაციის წყალი შეიძლება მივიღოთ ყოველდღიურად და რატომ უნდა დავიცვათ, მაღალი მინერალიზაციის მქონე გაზირებული წყლების დოზირება, რატომ არ არის რეკომენდირებული სამკუნალო აბებზე მინერალური წყალის დაყოლება.

 საგაკვეთილო პროცესი კიდევ უფრო სახალისო გახადა სხვადასხვა ნივთიერების წყალში ხნადობაზე  ექსპერიმენტების ჩატარებამ.

„მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სკოლაში შესწავლილი წყლის თვისებები პრაქტიკაში ეს კი მოწმობს, რომ ეროვნული სასწავლო მიზნებიდან გამომდინარე შედეგი მიღწეულია“, - ამბობენ პედაგოგები.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება