სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩემი მოძრავი მანქანა“ - თბილისის N16 სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
09-03-2023
-
+


დავით სარაჯიშვილის სახელობის თბილისის N16 საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება აქტიურად მიმდინარეობს.

ამჯერად, საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე IVბ კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს.

პედაგოგმა (ს.ხელაძე) მოსწავლეებს, ზომის ერთეულების შესახებ დავალება - „ჩემი მოძრავი მანქანა“, შესთავაზა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებს დავალებაზე მუშაობისას, უნდა გაეაზრებინათ ზომის ერთეულების კავშირი და გაზომვების მნიშვნელობა ადამიანის ყოველდღიურ საქმიანობაში და ასევე შემოქმედებითი უნარ-ჩვევები გამოევლინათ.

აღსანიშნავია, რომ პრეზენტაციისას ბავშვებმა, მათ მიერ შექმნილი მოძრავი მანქანები წარმოადგინეს.

ბავშვებმა, დავალების შესაბამისად მოცემული ცხრილები შეავსეს.

მათ იმსჯელეს, თუ როგორ უნდა დაადგინონ რამდენად სწრაფია მანქანა, რატომ არის გაზომვები მნიშვნელოვანი და როდის არის სანდო გაზომვის შედეგები.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა დავალება ხალისით და დიდი ინტერესით შეასრულეს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: 



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება