სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ობუჯის თემის N2 სკოლაში, საინტერესო პროექტის ფარგლებში, ღვაწმოსილ პედაგოგს უმასპინძლეს
09-03-2023
-
+


წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N2 საჯარო სკოლის უცხო ენის მასწავლებელმა ირმა ღვინჯილიამ, პროექტი - „დღესასწაულები“, განახორციელა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტი დედის დღესა და  8 მარტს მიეძღვნა.

პროექტის ფარგლებში მიიწვიეს ღვაწლმოსილი, 50-წლამდე პედაგოგიური გამოცდილების მქონე გერმანული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მრავალშვილიანი დედა მენახო შენგელია.

პროექტში ჩართული იყო მთელი სასკოლო საზოგადოება: მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები, რომელთა უმრავლესობა მისი ყოფილი მოსწავლეები იყვნენ.

ქალბატონმა მენახომ მოსწავლეებს საკუთარი ლექსების კრებული გადასცა და მათთან ერთად ფეხბურთიც კი ითამაშა.

მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში ჟურნალისტის ამპლუა მოირგეს და სოციალური ქსელის საშუალებით დაუკავშირდნენ მის ყოფილ მოსწავლეებს, რომლებსაც სთხოვეს რამოდენიმე კითხვაზე ეპასუხათ და პედაგოგ მენახოს სასკოლო პრაქტიკა გაეხსენებინათ.

ყოფილი მოსწავლეები ღვაწლმოსილ პედაგოგს განსაკუთრებულ პატივს სცემენ და დიდი სიყვარულითა და მოწიწებით ახასიათებენ: 

მაია მებონია - მენახო მასწავლებელი გამოირჩეოდა ორგანიზატორული ნიჭით. ვდგამდით სპექტაკლებს, მინიატურებს, მხატვრული კითხვისა თუ სპორტულ შეჯიბრებებს. იყო ძალიან მხიარული, მაგრამ ამავე დროს მომთხოვნი. მოშიებულ ბავშვებს ტკბილი ხილით  გვიმასპინძლდებოდა. მახსოვს სტუდენტობის დროს გვინახულა, ისეთ პერიოდს დაემთხვა სხვა ბინაში გადავდიოდით. ყველა ნივთის გადატანაში და დაბინავებაში დაგვეხმარა. მენახო მასწავლებელთან ურთიერთობა სკოლის კედლებში არ დამთავრებულა, ის დღემდე  გრძელდება, ჩვენი მასწავლებელი ყოველთვის მოგვიკითხავს.

ონისე ქებურია - მენახო  მასწავლებელმა გერმანული ენა შემაყვარა. ყოველთვის ზრუნავდა ჩვენზე, ჩვენი გასაჭირი საკუთარივით მიაჩნდა. მისი გაკვეთილი ყოველთვის საინტერესო იყო, სხვადასხვა ღონისძიებებს მართავდა... ცდილობდა სხვა სკოლის მოსწავლეებთან შეჯიბრებებსა და ღონისძიებებში მიგვეღო მონაწილეობა.

ლელა მებონია - უსაზღვრო ენერგიის მატარებელია მენახო მასწავლებელი. მახსოვს ის ბავშვთა ბანაკსაც ხელმძღვანელობდა. ყველა მოსწავლეს თანაბარი მზრუნველობით ეპყრობოდა. მხატვრულ-შემეცნებით პროგრამებში გვრთავდა. ახლომდებარე სკოლებში დავყავდით, სხვადასხვა ღონისძიებებს ვმართავდით მათთან ერთად. ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაზე ზრუნავდა. ძალიან უყვარდა სპორტული ღონისძიებები. მენახო მასწავლებელი დღემდე ჩვენი მეგობარია. ჩვენი მცირე წარმატებაც კი საკუთარივით უხარია.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება