სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ვალის N4 საჯარო სკოლაში დედის დღეს ლამაზი ღონისძიება მიეძღვნა 
08-03-2023
-
+


„გაზაფხულის მოსვლა სიცოცხლის გაგრძელებაა. სწორედ ამიტომ აღინიშნება გაზაფხულის პირველ დღეებში დედისა და ქალთა დღე, დედა ხომ სიცოცხლის და სიკეთის საწყისია“,- აღნიშნავენ ახალციხის მუნიციპალიტეტის ვალის N4 საჯარო სკოლაში, სადაც 3 მარტი განსაკუთრებულად აღინიშნა. 

მასწავლებლების - თეკლა აზირაშვილისა და ირმა ჯანაშვილის ორგანიზებითა და მშობელთა ჩართულობით სხვადასხვა აქტივობა განხორციელდა.

მოსწავლეებმა დედებს მიუძღვნეს  გულწრფელი სიტყვები და ლექსები, იცეკვეს, იმღერეს, მოირგეს ჯერ დედის როლი, შემდეგ კი კვლავ შვილის ამპლუაში სცენარები გაითამაშეს.

განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო მათ მიერ შესრულებული მუსიკალური ნომერი, სადაც ყვავილები განასახიარეს. 

ღონისძიების დასასრულს კვლავ მიუძღვნეს დედებს ფრაზები - „დედა სიცოცხლის საწყისია, დედა იმედია, დედა ბურჯია...გვიყვარხართ!“

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიების მიზანი იყო კეთილი და ნაზი გრძნობების გამოხატვა დედამიწაზე ყველაზე ახლობელი ადამიანების მიმართ.

სკოლაში გაზაფხულის ამ ლამაზ დღესასწაულებს ყველა ქალბატონს ულოცავენ.

„ყველა დედას და ყველა ქალს ვულოცავთ გაზაფხულის ამ ლამაზ დღესასწაულებს და ვუსურვებთ ბედნიერ და მშვიდობიან ქვეყანაში საამაყო შვილების აღზრდას!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება