სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გაზაფხულის ზეიმი“ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლაში
08-03-2023
-
+


მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლაში, დედის დღეს ზეიმით აღინიშნა. 

ღონისძიება - „გაზაფხულის ზეიმი“, დაწყებით კლასის პედაგოგების: მადონა დეკანაძის, მაგული ქათამაძის, თეონა მახარაძისა და მზევინარ საგინაძის ხელმძღვანელობით გაიმართა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ზეიმის მიზანი მოსწავლეთა დედების გახარება იყო, რაც შესანიშნავად გამოუვიდათ.

პატარებმა დედებს, ეს დღესასწაული ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვებით მიულოცეს.

„დედა - სიცოცხლის წყაროა, გულწრფელი, უანგარო სიყვარულის და სიხარულის გამზიარებელი. ის არის საუკეთესო მრჩეველი და მეგობარი, ადამიანი, რომელიც ყოველთვის მოუსმენს და დაეხმარება შვილს, ვისი გულისთვისაც მზად არის ყველაფერზე.

„სიმამაცეა შვილის გაჩენა, მაგრამ დედობა არის გმირობა!“

მთელი წელი ველოდებით გაზაფხულივით ლამაზ და სანატრელ მზიან დღეებს, რომ დედას კიდევ ერთხელ დავუმტკიცოთ ჩვენი მადლიერება და სიყვარული... დიდი მადლობა ჩვენს დაწყებითი კლასების ძვირფას პედაგოგებს და ქალბატონ სალომე ხუციშვილს მუსიკალური გაფორმებისათვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები: 



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება