სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ნუ ჩათვლი დაკარგულად იმას, რაც არ დაგითმია“ - ჟიული შარტავას დაბადების დღისადმი მიძღვნილი კვირეული აფხაზეთის N14 სკოლაში 
08-03-2023
-
+


აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას დაბადების დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.

სკოლაში კვირეული სახელწოდებით - „ნუ ჩათვლი დაკარგულად იმას, რაც არ დაგითმია“ მოეწყო. 

მასწავლებლებმა - შორენა ბერიშვილმა და ეშა თაკალანძემ მოსწავლეებს ინფორმაცია მიაწოდეს და ეროვნული გმირის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ვიდეომასალა - „ფიქრი აფხაზეთზე“ უჩვენეს. 

ჩატარდა ესეების კონკურსი - „აფხაზეთო დაუვიწყარო“. მოსწავლეებმა წარმოადგინეს ნახატები სახელწოდებით - „ჩემი ზღვის ნაპირი“ და წაიკითხეს ლექსები, მათ შორის - „ჩემი სახლი აფხაზეთში“. 

„ღონისძიება იმ იმედით დამთავრდა, რომ ჩვენს ტერიტორიებს დავიბრუნებთ, აფხაზები და ქართველები, როგორც ყოველთვის ძმურად იცხოვრებენ

„ძიძიშვილობდნენ წინაპარი სახლიკაცები

და მხარზე ეჯდათ ერთი ჭინკა და ანგელოსი“,- გვეუბნებიან სკოლაში.

ჟიული შარტავა დაიბადა 1944 წლის 7 მარტს სენაკში. ჟიული შარტავა იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე, გენერალ-მაიორი. სოხუმის დაცემის დღეს 1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა წევრებთან (გურამ გაბისკირია, რაულ ეშბა, ვახტანგ გეგელაშვილი, მამია ალასანია, ალექსანდრე ბერულავა და სხვები) ერთად სეპარატისტებმა დახვრიტეს. სიკვდილის შემდეგ ჟიული შარტავას მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება