| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა 3 და 8 მარტი განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნეს.
აღნიშნულ დღესასწაულებთან დაკავშირებით, მე-7 კლასის მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის მოთხრობის - „კაცია ადამიანი?!“ ინსცენირება დადგეს. სხვადასხვა პერსონაჟის როლი შესანიშნავად მოირგეს და დამსწრე საზოგადოება დადებითი ემოციებით დამუხტეს.
დედის დღეს აღნიშვნის გარეშე სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებთანაც არ ჩაუვლია. მათ ლექსებითა და სიმღერებით დედებსა და მასწავლებლებს 3 მარტი მიულოცეს.
აღნიშნულ დღეს სკოლაში ასევე ნახატების გამოფენა მოეწყო, სადაც მოსწავლეებმა თავიანთი ნამუშევრები წარმოადგინეს და შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა