სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩხარის N1 სკოლის მე-6 კლასის მოწავლეებმა ჩვენი ქვეყნის გასტრონომიულ მრავალფეროვნებას შთამბეჭდავი პრეზენტაცია მიუძღვნეს
09-03-2023
-
+


„წარსული- მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო-მომავლის“,- უთქვამს ილიას, ამიტომაც ქართული ტრადიციების ერთგულება და პატივისცემა ჩვენი უპირველესი მოვალეობაა. ჩვენი კულტურის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია მისი მრავალფეროვანი სამზარეულო“,- აღნიშნავენ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხარის N1 საჯარო სკოლაში, სადაც სასკოლო პროექტი „წარსული დიდების ნაშთი - მომავლის მტკიცე საძირკველია“ ხორციელდება. 

პროექტის - „წარსული დიდების ნაშთი - მომავლის მტკიცე საძირკველია“ ფარგლებში მეექვსე კლასის მოწავლეებმა ქართული ტრადიციული კერძების შესახებ მოიძიეს ინფორმაცია, დაამუშავეს და სკოლაში პრეზენტაციის ფორმატში წარადგინეს.

მოსწავლეებმა ისაუბრეს ჩვენი ქვეყნის გასტრონომიულ მრავალფეროვნებაზე, გაეცნენ თითოეული კუთხის გამორჩეული კერძების ისტორიას.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პრეზენტაციის შემდეგ, ბავშვებმა ჩვეული სტუმართმოყვარეობით გამოიჩინეს თავი და მართლაც ულამაზესი სუფრით გაუმასპინძლდნენ სტუმრებს.

სკოლაში ბავშვებსა და მათ მშობლებს პროექტში ჩართულობისა და გაწეული მუშაობისათვის მადლობას უხდიან.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება