სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კერძო სკოლა „ცოდნაში“ დედის დღე შთამბეჭდავად აღინიშნა
07-03-2023
-
+


თბილისის კერძო სკოლა „ცოდნას“ მოსწავლეებმა, დედის დღე განსაკუთრებული, საინტერესო და შემოქმედებითი აქტივობებით აღნიშნეს.

„დედა მარტო დედა არაა! ყველაფერია, რაც ამ ქვეყანასთან გვაკავშირებს, რასაც სიცოცხლე ჰქვია, რასაც სული უდგას და მზე უცქერის“ - აღნიშნული ფრაზის ირგვლივ გაერთიანდნენ ბავშვები და დიდი მონდომებით ჩაერთნენ სამუშაო პროცესში.

მოსწავლეებმა, საკლასო ოთახები ფერადი და საგაზაფხულო დეკორაციებით მორთეს, ასევე ხელნაკეთი „მინი წიგნები“, მისალოცი ბარათები და პოსტერები დაამზადეს.

აღსანიშნავია, რომ ბავშვებმა ამაღელვებელი ვიდეორგოლები მოამზადეს თავიანთი დედებისთვის, სადაც ლექსებით, სიმღერებითა და გულწრფელი მიმართვებით ულოცავენ დედის დღეს.

მე-3გ კლასმა, მასწავლებელ თაკო ოქრიაშვილის ხელმძღვანელობით, წარმოადგინა ვიდეორგოლი - „დედა, საოცრება ხარ ჩემი“.

ხოლო მე-61 კლასმა, კი - „დედავ, სიცოცხლის დიდი საწყისო“, რომელსაც მასწავლებელი ნინო მელქაძე ხელმძღვანელობდა.

რაც შეეხება, დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა მასწავლებლებთან: ლიკა გეჯაძესთან, ეკა თევზაძესთან, რუსუდან ფარეხელაშვილთა და მარიამ ნადირაძესთან ერთად, ერთმანეთ კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ „დედა“ ყველაზე თბილი და ტკბილი სიტყვაა სამყაროში.

ღონისძიება, სკოლის დირექტორ ნაზი ნადირაძის ხელშეწყობით გაიმართა, ის მუდამ აქტიურადაა ჩართული მიმდინარე მოვლენებში და მოსწავლისა თუ პედაგიგის ყველა საინტერესო ინიციატივას დიდი სიამოვნებით უჭერს მხარს. 

„გაზაფხულის მაცოცხლებელ სურნელს თან მოჰყვა დედის დღე - 3 მარტი, როცა განსაკუთრებულად ვეფერებით ჩვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ადამიანებს - დედებს !“ - აღნიშნავენ სკოლაში.

ასევე აღსანიშნავია პატარა „ცოდნელების“, ჩართულობა პროექტში - „ქალთა დღე“,რომელიც აკადემია „გვირილამ“ და ასოციაცია „საქართველოს ქალბატონებმა“, განახორციელეს სასტუმრო ბილთმორში.

მეორეკლასელები მხიარული საცეკვაო ნომრით წარდგნენ მაყურებლის წინაშე (სტუდია „რითმი“, - ქორეოგრაფი ვლადიმერ დოგრაშვილი) და გულწრფელი აპლოდისმენტებიც
დაიმსახურეს.



იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება