სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

აკეთის საჯარო სკოლაში 1921 წლის 25 თებერვალი და საბჭოთა ოკუპაცია ღონისძიებით გაიხსენეს
07-03-2023
-
+


ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

მოსწავლეები სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღს მონდომებით აღნიშნავენ. გამონაკლისი არც საბჭოთა ოკუპაციის დღე იყო. 

გაიმართა ღონისძიება, რომლის პირველ ეტაპი ვიქტორინას - „რა ვიცით 25 თებრვლის შესახებ“, დაეთმო. მოსწავლეებმა ამ ტრაგიკული დღის და მისი შედეგების შესახებ გარკვეული ცოდნა გამოავლინეს. გამარჯვებული გუნდის წევრებს სიგელები გადაეცათ.

გარდა ამისა, მოსწავლეებმა ქართველი ხალხის თავდადებული გმირობა საინტერესოდ წარადგინეს, წაიკითხეს ნაწყვეტები მარო მაყაშვილის დღიურებიდან და იუნკერთა გმირობის შესახებ ისაუბრეს.

ღონისძიებაზე 2008 წლის ომის კადრებიც უჩვენეს. მოსწავლეებმა თემატური ნახატები შექმნეს. მოეწყო გამარჯვებული ნახატების გამოფენაც.

ღონისძიებას ისტორიის მასწავლებელი ლეილა გოგელია უძღვებოდა.

„მოსწავლეებმა კარგად გაითავისეს ის ღირებულებები, რაზეც იდგა ამ ადამიანების გმირობა და თავდადება, რომ საქართველოს ვერ დააჩოქებენ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება