სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N10 საჯარო სკოლაში მე-7 კლასის მოსწავლის - კესარია ძნელაძის ნახატების გამოფენა მოეწყო
07-03-2023
-
+


ქუთაისის N10 საჯარო სკოლაში პერსონალური გამოფენა გაიმართა. 

ნახატების ავტორი მე-7 კლასის მოსწავლე კესარია ძნელაძეა. აღნიშნული გამოფენის მიზანი მოსწავლის, როგორც ნიჭიერი ახალგაზრდა შემოქმედის, ნამუშევრების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა იყო. 

როგორც სკოლაში ამბობენ, კესარიას ნამუშევრები შემოქმედებითი მიდგომით, ჟანრობრივი მრავალფეროვნებით, თავისუფალი ხედვით გამოირჩევა. ის ქმნის ნამუშევრებს როგორც ფერწერაში, გრაფიკაში, ასევე  დეკორატიულ კომპოზიციაში, საოცარი სილამაზითა და დახვეწილობით გამოირჩევა მისი ხელნაკეთი სამკაულები.

გამოფენას სტუმრობდნენ რესურსცენტრის უფროსი მაია ცქიტიშვილი, წარმომადგენელი ანა გიორგაძე. მემორანდუმის ფარგლებში, მოწვეული იყვნენ გიორგი მაისურაძის სახელობის სამხატვრო სკოლის წარმომადგენლები - ილია ავალიანი და არჩილ ნიჟარაძე, ასევე, მერიისა და კულტურის სამსახურის წარმომადგენელი მანანა გვენეტაძე,  მხატვრები: ნოე მიქავა, ქეთი მიქავა და ხათუნა სოფრომაძე. 

გამოფენამ დიდი წარმატებით ჩაიარა.
 
„კესარია საოცრად გრძნობს ფერს, ფორმას, ფაქტურას, ხასიათს, რაც ძალზე მნიშვნელოვანია ნებისმიერი მხატვრის შემოქმედებისათვის.  მას თავისი ნიჭისა და საოცარი ხედვის წყალობით მოპოვებული აქვს არაერთი გამარჯვება სხვადასხვა სახელოვნებო–შემოქმედებით კონკურსებსა თუ ოლიმპიადებზე,  რომელზეც აღებული აქვს არაერთი საპრიზო ადგილი.
გამოფენა საინტერესოდ და შემოქმედებითად წარიმართა, მადლობა სტუმრებს დაფასებისა და მობრძანებისათვის. მადლობა ჩვენს უნიჭიერეს მხატვარს, კესარია ძნელაძეს, რომელმაც გაზაფხულის ეს ერთი დღე ასე შემოქმედებითად გაგვილამაზა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება