სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N106 სკოლის მეორეკლასელებმა საბავშვო წიგნის ავტორს უმასპინძლეს
08-03-2023
-
+


ზურაბ იარაჯულის სახელობის თბილისის N106 სკოლის მეორეკლასელებმა საინტერესო სტუმარს უმასპინძლეს.  

II5 კლასს საბავშვო წიგნის - „დიიიდი ნუნუ“ ავტორი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2019 წლის კონკურსის გამარჯვებული გიორგი ჭაუჭიძე ესტუმრა.

შეხვედრას ორგანიზება კლასის ხელმძღვანელმა - ნატო მიმინოშვილმა გაუწია. 

შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა და მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი აღმოჩნდა. 

კლასის ხელმძღვანელი, ნატო მიმინოშვილი მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე უნერგავს და ამ მიზნით არაერთ საგანმანათლებლო ღონისძიებას თუ აქტივობას სთავაზობს. 

„ჩემი მთავარი მიზანი გახლდათ პატარებში გამეღვივებინა წიგნისა და კითხვის სიყვარული. რთულია სიტყვებით გადმოგცეთ ის უსაზღვრო სიყვარული, ინტერესი და ემოცია, რაც ბავშვებმა „დიიიდი ნუნუს“ კითხვისას განიცადეს. თითქმის ყოველდღე უზიარებდნენ ერთმანეთს წაკითხული თავის შინაარსს. გამოყოფდენენ სასაცილო და საინტერესო ეპიზოდებს. ზოგიერთმა საკუთარი თავიც კი ამოიცნო პერსონაჟებში. ბატონი გიორგი ჭაუჭიძის სტუმრობამ გაზარდა მოტივაცია და ინტერესი კითხვისადმი, მეტიც ბავშვებს გაუჩნდათ სურვილი თავად გამხდარიყვნენ მწერლები“, - აღნიშნავს ნატო მიმინოშვილი.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება