სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ტყიბულის N6 სკოლის II კლასის ნიჭერი მოსწავლეები და მათ მოტივაციაზე განსაკუთრებულად მზრუნველი დამრიგებელი - მარინა ტურაბელიძე-ჭანტურიძე
07-03-2023
-
+


ტყიბულის N6 საჯარო სკოლის IIა კლასს შედეგსა და მოსწავლეთა მოტივორებაზე ორიენტირებული დამრიგებელი - მარინა ტურაბელიძე-ჭანტურიძე ჰყავს. 

ის მოსწავლეებს სწავლებისას თანამედროვე მიდგომებს სთავაზობს. სწორედ პედაგოგის ხელმძღვანელობით, პატარები სხვადასხვა პროექტსა და აქტივობაში ერთვებიან. 

მათ შორის, მოსწავლეები izrune.ge-ს დიდი ოჯახის ნიჭეირი და წარმატებული წევრები არიან. 

ამჯერად, მოსწავლეებმა - ელენე კუბლაშვილმა, ანანო აბესაძემ და დემეტრე ქარქაშაძემ თებერვლის თვის შემაჯამებელი ტესტირება გაიარეს და ოქროს დიპლომები დაიმსახურეს.

გარდა ამისა, ელენე კუბლაშვილმა და ანანო აბესაძემ ინგლისური ენის ტესტი წარმატებით შეასრულეს და 100 ქულა დაიმსახურეს. მათი პედაგოგი თამარ გვენეტაძეა. აღსანიშნავია, რომ ამ მოკლე დროში ეს ელენეს - მერვე, დემეტრეს - მესამე, ანანოს - მეექვსე გამარჯვებაა. 

შეგახსენებთ, რომ izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

ასევე განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ IIა კლასის მოსწავლეები, დამრიგებელის ხელმძღვანელობით, საინტერესო აქტივობებს ხშირად მართავენ. ამჯერად, მათ დედის დღეს ულამაზესი ღონისძიება - „დედაა ჩემი სულის ძახილი,პატარა გულის ამოძახილი“, მიუძღვნეს. 

როგორც სკოლაში ამბობენ, ულამაზესმა და ფერადმა გარემომ, პატარების გულიდან ამოსულმა ტკბილმა სიტყვებმა, ლექსებმა, გამოთქმებმა, შვილებთან ერთად ნამღერმა სიმღერებმა ბედნიერების ცრემლები მოჰგვარეს როგორც მშობლებს, ასევე დამსწრე პედაგოგებს.

პატარებმა მოაწყვეს გამოფენა, დედებს დაუმზადეს ბარათები, ვიდეოკოლაჟი.

„მათ უზარმაზარი სითბო, სიყვარული და პატივისცემა გამოხატეს დედიკოების მიმართ. მშობლებს დედის დღე შვილებთან ერთად მიულოცეს დამრიგებელმა, მარინა ტურაბელიძე-ჭანტურიძემ და დირექტორის მოადგილემ, ქალბატონმა ნანა ამბროლაძემ. ეს ლამაზი და შთამბეჭდავი დღე დაუვიწყარი იქნება მათთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება