სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ დოკუმენტური ფილმი ნახეს და განიხილეს
07-03-2023
-
+


ყვარლის N2 საჯარო სკოლა კინოხელოვნების პოპულარიზაციას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. ამ გზით მოსწავლეები კრიტიკულად აზროვნებას ეჩვევიან. 

2 მარტს, სკოლის სააქტო დარბაზში კიდევ ერთი დოკუმენტური ფილმის ჩვენება და განხილვა შედგა.

მოსწავლეებმა „ექვთიმე-ღვთისკაცი!“ ნახეს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეები დიდი ინტერესითა და ამაღლებული განწყობით გაეცნენ დიდი მამულიშვილის ცხოვრებას, შემდეგ კი ქართველი ერის წინაშე მისი ფასდაუდებელი ღვაწლი განიხილეს. 

„2002 წელს წმინდა სინოდის სხდომის მიერ წმინდანად შერაცხული და „წმინდა ექვთიმე ღვთისკაცად“ წოდებული ისტორიკოსი, არქეოლოგი და საზოგადო მოღვაწე აქტიურ მეცნიერულ, პედაგოგიურ, საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწეოდა და თავისი მეცნიერული მუშაობის უმთავრეს მიზნად საქართველოს ისტორია–არქეოლოგიისათვის მასალების შეკრებას მიიჩნევდა.

საფრანგეთში ცხოვრებისას ექვთიმეს მთავარ მიზანს ეროვნული განძის დაცვა წარმოადგენდა. განძს კი დაცვა ნამდვილად ჭირდებოდა: ექსპონატებით დაინტერესდნენ ბრიტანეთისა და ნიუ-იორკის მუზეუმები, გრაფ ობოლენსკის ქვრივი სალომე დადიანი განძის საგრძნობი ნაწილის ერთადერთ მემკვიდრედ მიიჩნევდა თავს და საქმე სასამართლოში აღძრა. II მსოფლიო ომის დროს ფაშისტებმა გაჩხრიკეს ექვთიმეს ბინა, საფრანგეთის მთავრობამაც თავისი პრეტენზია განაცხადა და მოითხოვა განძის ლუვრის მუზეუმისათვის გადაცემა. 1935 წელს კი საქართველოს ყოფილმა მთავრობამ უარი თქვა განძის მეურვეობაზე და მისი დაცვა ექვთიმე თაყაიშვილს მიანდო. 1945 წელ II მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ შეიქმნა ხელსაყრელი პოლიტიკური პირობები და საქართველოს ეროვნული საგანძური ამერიკული თვითმფრინავებით საქართველოში დააბრუნეს. განძს ექვთიმეც გამოჰყვა. ასე გადაარჩინა ფასდაუდებელი საგანძური და დაუბრუნა საქართველოს“,- აღნიშნეს მოსწავლეებმა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება