სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მეგაზაფხულები, დე“ - შთამბეჭდავი ღონისძიება წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში
07-03-2023
-
+


წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში დედის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.

სკოლაში ჩატარდა დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „მეგაზაფხულები, დე“.  

როგორც სკოლაში გვიყვებიან, დიდი ფუსფუსი ჰქონდათ მოსწავლეებს გაზაფხულის პირველ კვირას. ბავშვებმა დედებს, მასწავლებლებსა და მეგობრებს მიულოცეს დღესასწაული.

მათ საინტერესოდ და ლამაზად წარმოადგინეს მუსიკალური ნომრები, წაიკითხეს დედისადმი მიძღვნილი ლექსები.

ბავშვებმა დიდი სიყვარული და პატივისცემა გამოხატეს დედების მიმართ, მიართვეს ყვავილები, უმღერეს ქართული და ინგლისური სიმღერები (მუსიკის მასწავლებელი ხათუნა იობაშვილი).

მე-3 კლასის მოსწავლეებმა თავდაპირველად სახელოვანი ქართველი ქალებით დაიწყეს და დამსწრე საზოგადოებას თამარ მეფისა და ქეთევან დედოფლის დიდი ღვაწლი შეახსენეს, წაიკითხეს ლექსები ჩვენს დიდებულ წმინდანებზე, გაიხსენეს სხვა მებრძოლი, ქვეყნის პატრიოტი ქალებიც, ლადო ასათიანის ლექსით - „საქართველოს ქალები“. ამის შემდეგ კი წარმოადგინეს მუსიკალურ- ლიტერატურული კომპოზიცია. ბავშვებმა დედებს წაუკითხეს ლექსები, იმღერეს, იცეკვეს.

დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა საყვარელ ხელოვნების მასწავლებელთან - ინგა გრძელიძესთან ერთად, სიურპრიზი მოუმზადეს მშობლებს, მთელი კვირა იმუშავეს ლამაზი მისალოცი ბარათების მოსამზადებლად, რომლის საშუალებითაც საყვარელ ადამიანებს სანუკვარი სურვილები გაუზიარეს.

მათ დედისადმი სიყვარული ბარათებში ჩააქსოვეს და საზეიმო ღონისძიებებზე გადასცეს მშობლებს, რისთვისაც სკოლაში ქალბატონ ინგა გრძელიძეს მადლობას უხდიან. 

„ბავშვებს თვალები უბრწყინავდათ და ბედნიერები იყვნენ, რომ შეძლეს სიყვარულის გამოხატვა მშობელი დედების და საყვარელი პედაგოგების მიმართ. ყველა დედას დედამიწაზე უსურვეს მშვიდობა და ბედნიერება.

სკოლის დირექტორის მ/შ მაია ნუცუბიძე-ქობულიამ შემდგომშიც დიდი წარმატებები უსურვა ნიჭიერ და საყვარელ აღსაზრდელებს. მოსწავლეებს და მათ კლასის ხელმძღვანელებს კი ლამაზი  ღონისძიებების მომზადებისთვის მადლობა გადაუხადა. მან ყველა მშობელს და კოლეგას გულითადად მიულოცა გაზაფხულის ლამაზი დღეების დადგომა“,- გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება