სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დიდი ჯიხაიშის N1 სკოლის მოსწავლეებმა დედის დღე ღონისძიებით აღნიშნეს
07-03-2023
-
+


სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლის V და VI კლასის მოსწავლეებმა დედის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს. 

აღნიშნული ღონისძიება მოსწავლეებმა: ლია კოხრეიძემ, ქრისტინე ფუტკარაძემ, თათია ხაცავამ, ლუკა მიქელთაძემ, რეზო დიდიძემ, ნანა კოხრეიძემ და დიმიტრი კოხრეიძემ, კლასის ხელმძღვანელის მარინე ღვინეფაძის ინიციატივით, მოაწყვეს. 

მათ მშობლები, მასწავლებლები და სხვა კლასების მოსწავლეები მიიწვიეს. საზეიმოდ გააფორმეს დარბაზი. მოსწავლეებმა დედაზე, დედის სიყვარულსა და ადამიანის ცხოვრებაში მის როლზე ისაუბრეს. გარდა ამისა, შეასრულეს ლექსები და სიმღერები. 

ღონისძიების ბოლოს კი, დედებსა და მასწავლებელ ქალბატონებს თავიანთი ხელით დაკრეფილი მინდვრის ყვავილები მიართვეს. გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.

„ამ ღონისძიებით, კიდევ ერთი, ლამაზი ფურცელი ჩაიწერა ჩვენი სკოლის ისტორიაში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება