სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სენაკის N1 საჯარო სკოლაში დედის დღესა და გაზაფხულის მოსვლას წარმტაცი ღონისძიება მიეძღვნა
07-03-2023
-
+


გენო ადამიას სახელობის, სენაკის N1 საჯარო სკოლაში, მე-2 კლასის მოსწავლეებმა, გაზაფხულის მობრძანებასა და დედის დღეს ორიგინალური ღონისძიება მიუძღვნეს, რომელსაც დამრიგებელი მარიამ ჩაჩავა ხელმძღვანელობდა.

ღონისძიება სიურპრიზებით იყო სავსე როგორც მაყურებლებისთვის, ასევე დედებისთვის.

პატარა ჯელტმენებმა, დედები მოულოდნელად გამოიწვიეს ვალსის საცეკვაოდ, რაც არაჩვეულებრივი სანახაობა იყო.

სადღესასწაულო ფორმაში გამოწყობილმა მოსწავლეებმა,  მრავალფეროვნად გაფორმებულ სცენაზე, სხვადასხვა შთამბეჭდავი ნომერი წარადგინეს, როგორც მუსიკალური, ასევე ქორეოგრაფიული.

შემდეგ კი, ბავშვებმა, დედებს ხელნაკეთ საჩუქრებსა და მისალოც ბარათებთან ერთად, მადლობის სიგელი გადასცეს, თბილი და მზრუნველი დედობისათვის.

„მოსწავლეებმა გააცოცხლეს სიცოცხლის პირველ წუთებში დედის ტკბილი ხმით ნამღერი იავნანა და ანგელოზებად მოევლინნენ აკვანს მფარველად“ - აღნიშნავენ ღონისძიებასთან დაკავშირებით, სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება