სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ეწერის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა პოლარული დათვების საერთაშორისო დღე აღნიშნეს
07-03-2023
-
+


წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლაში, ეკოკლუბი „ხემხვაიეს“ მოსწავლეებში ეკოცნობიერების ამაღლებისა და ამ თემის პოპულარიზაციის კუთხით აქტიურად მუშაობს.

ეკოკლუბის წევრებს, არც პოლარული დათვების საერთაშორისო დღის აღნიშვნა გამორჩენიათ.

27 თებერვალს, მსოფლიოში პოლარული დათვების საერთაშორისო დღე (International Polar Bear Day) აღინიშნება.

დღესასწაულის მიზანი პოლარული დათვების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და მათი დაცვისადმი საზოგადოების ყურადღების მიპყრობაა.

სკოლაში, ეკოკლუბის  წევრებისა და ეკოსკოლის წევრის ბიოლოგიის მასწავლებლის ვალერიანე ფიფიას ინიციატივით საინტერესო პერფორმანსით აღინიშნა ეს დღე.

ვალერიანემ და ეკოკლუბის წევრებმა მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია პოლარული დათვების შესახებ.

მოსწავლეებმა, ასევე ისაუბრეს პოლარული ყინულის დნობის შესახებ, რაც პოლარული დათვების პოპულაციისთვის მთავარ საშიშროებას წარმოადგენს.

ბავშვებმა განსაზღვრეს, რომ კიდევ ერთი საშიშროება თეთრი დათვებისთვის არის ნავთობის საბადოები, რომლებიც აბინძურებენ გარემოს.

როგორც სკოლაში აფასებენ, შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო, მსმენელებმა დასვეს კითხვები, რომლებზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს.   

იხილეთ ფოტოები:



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება