სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ვახანის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური შეჯიბრის გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა 
07-03-2023
-
+


ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახანის საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა ანალიტიკური აზროვნების განვითარებასა და მათში ჯანსაღი კონკურენციის დანერგვას დიდი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით სკოლაში ინტელექტუალური თამაში აქტიურად იმართება.

ამჯერად, კონკურსის - „რა? სად? როდის?“ ფინალური ტურის ბოლო მესამე შეხვედრა გაიმართა.

თამაში გუნდი „რისორჯიმემტოს“, გამარჯვებით, 6:3 დასრულდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, დღის საუკეთესო მოაზროვნედ დასახელდა გუნდის კაპიტანი ქრისტინე ავალიშვილი, რომელსაც სიგელი და სიმბოლური საჩუქარი გადაეცა, თუმცა აღსანიშნავია გუნდის თითოეულ წევრის აქტიური ჩართულობა და გამარჯვებაში შეტანილი წვლილი.

გუნდის „რისორჯიმენტოს“, შემადგენლობა შემდეგნაირია:

1. ქრისტინე ავალიშვილი- კაპიტანი- X კლასი;
2. გვანცა არევაძე-X კლასი;
3. ლელა შარიქაძე- X კლასი;
4. ნინი არევაძე - VII კლასი;
5. ლიკა მიქელაძე - XI კლასი.

საბოლოოდ, კონკურსის გამარჯვებული გუნდი „აპოლო“, გახდა, რომელმაც საუკეთესო შედეგით - 6:2 გაიმარჯვა.

საუკეთესო მონაწილედ დასახელდა გუნდის კაპიტანი ლექსო არევაძე, რომელსაც გადაეცა „ბროლის ბუ“ და დიპლომი.

აღსანიშნავია, რომ დიპლომით, გამარჯვებული გუნდის თითოეული წევრი დასაჩუქრდა.

„მადლობას ვუხდით პროექტის ორგანიზატორს, ლაური ღონღაძეს, საინტერესოდ წარმართული თამაშებისათვის“ - აღნიშნავს სკოლის დირექცია.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება