| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვერნების საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში, მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის გამორჩეულად საყვარელი ქალბატონი მაყვალა სურმანიძე მუშაობს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ის ბიბლიოთეკაში შესულ ყველა მოსწავლეს დიდი სიხარულითა და სიყვარულით მასპინძლობს, ცდილობს ბავშვებში წიგნიერების დონის ამაღლებასა და მომავალ თაობაში კითხვის პოპულარიზაციას.
„ვცდილობთ, ყოველი დღე მრავალფეროვანი აქტივობებით დავგეგმოთ. ვერნების საჯარო სკოლის მოსწავლეებს აქვთ ფუფუნება, თვალი შეავლონ ამ ლამაზი წიგნის თაროებს. ის მხატვრული ლიტერატურა, რომელიც ჩვენი ბიბლიოთეკარის გემოვნებითაა განლაგებული, აუცილებლად მიიპყრობს მნახველის ყურადღებას.
მან იცის რომელ მოსწავლეს რომელი წიგნი შეურჩიოს, ინტერესის, ასაკისა და გემოვნების მიხედვით.
ქალბატონი მაყვალა სკოლის მიერ დაგეგმილ ყველა ღონისძიებაში აქტიურად არის ჩართული, მომავალ თაობებს ზრდის და მაშინვე მათ სამსახურშია, თუ რომელიმე მოსწავლე ამ ოთახში, წიგნებს მოაკითხავს...“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა