| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დავით კაკიაშვილის სახელობის ხაშურის N2 საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ და ამ მიზნით სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობენ.
ამჯერად, ინგლისური ენის მასწავლებელი ქეთევან გოგალაძე, გაცვლითი პროგრამის - Access Exchange 2023-ის მონაწილე გახდა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ქეთევანი, პროგრამის ფარგლებში, 3 მარტიდან 27 მარტის ჩათვლით დაესწრება ორკვირიან პროფესიული განვითარების კურსს ვაშინგტონში, მასპინძელ უნივერსიტეტში და შემდეგ გაემგზავრება პორტლენდში, ორეგონში, რათა დაესწროს ერთკვირიან პროგრამას - 2023 TESOL International convention-ს.
პროგრამა მიზნად ისახავს მსოფლიოს ოცდახუთი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის კომუნიკაციას, გამოცდილების გაზიარებას, ადგილობრივი სკოლების გაცნობასა და პრაქტიკული ცოდნითა და უნარებით მასწავლებელთა აღჭურვას.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა სრულად ფინანსდება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა