| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

რუსთავის კერძო სკოლა „მილენიუმის“ მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში აქტიურად და მონდომებით მონაწილეობენ.
ამჯერად, სკოლის საბაზო საფეხურის მოსწავლეები პროექტში - „კრეატიულობა და ინტელექტუალური საკუთრება საქართველოს სკოლებში“ ჩაერთნენ. პროექტი საქპატენტის სასწავლო დეპარტამენტის ორგანიზებით განხორციელდა.
კრეატიული და შემოქმედებითი უნარების განსავითარებელი აქტივობების შედეგად მათ მოირგეს გამომგონებლის, პოეტისა და მწერლის როლები, წარმოადგინეს საკუთარი ინტელექტუალური და მეწარმეობრივი უნარების შედეგები.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ამავე პროექტის ფარგლებში საბოლოო შეხვედრა გაიმართა, სადაც სკოლა „მილენიუმის“ მასწავლებლებმა მოსწავლეთა შექმნილი პროდუქტი წარადგინეს და ძალიან მნიშვნელოვან პროცესს შეუერთდნენ.
„სკოლაში საგანგებოდ მოვიწვიეთ Junior Achievement Georgia-ს წარმომადგენელი, რომელიც საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს ესაუბრა მეწარმეობრივ საკითხებზე“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
სკოლაში შეხვედრები, რომლებიც მეწარმეობრივი და შემოქმედებითი უნარების განვითარების ხელშეწყობას ემსახურება, გრძელდება.
შეხვედრის მიზანი მოსწავლეებში მეწარმეობრივი საქმიანობის მიმართ მოტივაციის ამაღლება და მათი იდეების რეალიზების რეალური შესაძლებლობების ჩვენება იყო.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა