სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მოსწავლეთა მოვალეობები სკოლაში“ - ცხუნკურის N1 საჯარო სკოლასთან შერწყმულ ყუმისთავის სკოლაში საინტერესო პრეზენტაცია ჩატარდა
06-03-2023
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N1 საჯარო სკოლასთან შერწყმულ ყუმისთავის სკოლაში გაიმართა პრეზენტაცია თემაზე - „მოსწავლეთა მოვალეობები სკოლაში“.

სამოქალაქო განათლების პედაგოგ თეონა იობიძის ხელმძღვანელობით, პრეზენტაცია მოამზადეს და წარადგინეს XI კლასის მოსწავლე - მარიამ სურმანიძემ და X კლასის მოსწავლე - ანა ბანძელაძემ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პრეზენტაციის მიზანი იყო კანონმორჩილი მოქალაქის აღზრდის ხელშეწყობა და კანონის უზენაესობის დაფასება.

სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სასკოლო გარემომ მოზარდს გამოუმუშაოს ადამიანის უფლებების დაცვისა და პიროვნების პატივისცემის უნარი, რომელსაც გამოიყენებს საკუთარი და სხვისი თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად.

პრეზენტატორებმა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, წინასწარ გამოკითხეს მოსწავლეები, შეაჯამეს პასუხები და გაარკვიეს რა ცოდნას ფლობდნენ ისინი თავიანთი მოვალეობების შესახებ.

პრეზენტაცია ეყრდნობოდა სკოლის შინაგანაწეს. მასში დეტალურად იყო საუბარი მოვალეობებზე და ასევე დისციპლინური სახდელის ფორმებზე.

მოსწავლეებმა, შეხვედრაზე ანიმაციებიც აჩვენეს დამსწრე საზოგადოებას, პრეზენტაცია აქტიურ ფორმატში წარიმართა, დაისვა კითხვები და გაიმართა დისკუსია.

სასკოლო საზოგადოება მადლობას უხდის მომხსენებლებსა და მათ ხელმძღვანელს, სამომავლოდ კი კვლავ ელოდება საინტერესო პრეზენტაციებს!

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება