სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

პირველი მაისის საჯარო სკოლაში, დედის დღესთან დაკავშირებით, კვირეული მოეწყო
06-03-2023
-
+


ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლაში დედის დღესთან დაკავშირებით, კვირეული - „დედა მარადიულობაა“ გაიმართა. 

კვირეული, რომელიც ქართული ენის კათედრამ გამოაცხადა, 23 თებერვლიდან, 3 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა. მის ფარგლებში, მოსწავლეება სხვადასხვა სახის მცირე ტექსტები უნდა წარედგინათ.

მე-7 კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნინელი ხუხიამ პროექტ-გაკვეთილი - „დედა მარადიულობაა“ ჩაატარა. მისი მიზანი შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება იყო.

კვირეულის ფარგლებში, მოსწავლეებმა მცირე ზომის ტექსტები, ჩანახატები, იგავები, ზღაპრები, დედის პორტრეტი, დახასიათება, კომიქსი, რეკლამა და პოსტერი შექმნეს. ასევე, გამოსცეს კედლის გაზეთი. მათ ტექსტის შექმნისას გამოიყენეს მეტაფორა, ეპითეტი, შედარება, შექმნეს კომპოზიტები. 

მოსწავლეებმა ლექსები, ციტატები, ფრაზები და ანდაზები დიდი მონდომებით მოიძიეს.  ნამუშევრები კი გაკვეთილზე წარადგინეს. მათ დედის დღე მშობლებთან ერთად, მასწავლებლებსაც მიულოცეს. 

„მათ ლამაზად  მორთეს საკლასო ოთახი. მაგიდებს ამშვენებდა იები, ანთებული სანთლები და წარწერები - მე მიყვარს დედა. მოსწავლეებმა ლამაზად მოხატეს ნამუშევრები და შექმნეს ხელნაწერი წიგნი „დედა მარადიულობაა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება