სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ხილთა ქება“ - ეწერის საჯარო სკოლის მოსწავლეებში სწორი კვებითი ჩვევების დანერგვის მიზნით, საინტერესო აქტივობა მოეწყო
06-03-2023
-
+


წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად იმართება. 

ამჯერად, სკოლაში ისაუბრეს თემაზე - როგორ დავნერგოთ ბავშვებში სწორი კვებითი ჩვევები. ბიოლოგიის მასწავლებლის ვალერიანე ფიფიას ინიციატივით, სკოლის ეკოკლუბი მრავალ აქტივობას ახორციელებს.

გამორჩეული იყო სპექტაკლი „ხილთა ქება“ - თოჯინების თეატრი. მოსწავლეებმა  მეორეული ნივთებით რეკვიზიტები შექმნეს და გააფერადეს. სპექტაკლის მიმდინარეობისას „საუბრობდნენ“ ვაშლი, საზამთრო, ბანანი, სტაფილო, მარწყვი. მათ ხაზი გაისვეს, თუ რატომ არიან სასარგებლო და აუცილებელი. 

მაყურებლები - პირველი, მეორე, მესამე კლასის მოსწავლეები, ყურადღებითა და ხალისით უსმენდნენ „მოლაპარაკე“ ხილსა და ბოსტნეულს.

„მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ძალიან იხალისეს, ბევრი საინტერესო ინფორმაცია მოისმინეს. თურმე, ჯანსაღი კვება მნიშვნელოვანია მათი ჯანმრთელობისთვის და სწორი ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის. ხილსა და ბოსტნეულს სწორ კვებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ისაუბრეს საყვარელ ხილზე, დაასახელეს მათი ინგლისური სახელწოდებები (პროექტში მონაწილეობდა ინგლისური ენის მასწავლებელი ნანა კვიტატიანი) სწორი კვებითი ჩვევების ჩამოყალიბება ეხმარება ბავშვებს შეინარჩუნონ ჯანსაღი წონა. ჯანსაღი კვება აბალანსებს მათ ენერგიას. ბავშვები, რომლებიც არასწორად იკვებებიან, ხშირად უენერგიოდ არიან. მსგავსი სახის აქტივობები პატარებისთვის უფრო მისაწვდომი, გასაგები და თან სახალისოა“, - აღნიშნავს მასწავლებელი ვალერიანე ფიფია. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:




კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება