სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

აწყურის საჯარო სკოლის მოსწავლეთა თეატრალურმა დასმა ფესტივალზე სამ ნომინაციაში გაიმარჯვა
07-03-2023
-
+


ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თეატრალურ ფესტივალზე მორიგი წარმატება მოიპოვეს. 

მათ ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს და შესაბამისი შედეგიც მიიღეს. სკოლის „მაკ ჯორჯიას“ თეატრალურმა დასმა, 2023 წლის ზამთრის ფესტივალზე სამ ნომინაციაში გაიმარჯვა:

  1.  ნომინაცია- კომედიურ ჟანრში მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის- გიორგი გველესიანი;
  2. ნომინაცია - ყველაზე არტისტული მასწავლებელი - კონსტანტინე მარტინენკო;
  3. ნომინაცია- წლის საუკეთესო მუსიკალური გაფორმება.

აწყურის საჯარო სკოლის დირექცია მოსწავლეთა წარმატებით ამაყობს, რეჟისორებს, ფესტივალის ორგანიზატორებსა და ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრს კი მადლობას უხდის. 

„ეს არის შედეგი თავდაუზოგავი გუნდური მუშაობის, მეგობრობისა და მხარდაჭერისა...რისთვისაც სკოლის დირექცია მადლობას უხდის რეჟისორებს - ლექსო ჩემიასა და ანი ხუბუტიას, მოსწავლეებს, მშობლებს, ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრს და განსაკუთრებული მადლობა „მაკ ჯორჯიას სტაფს“, რომელიც მიზეზია ჩვენი ბავშვების მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევებისა და ღირებულებების ჩამოყალიბებისა, მოციმციმე თვალებისა და ბედნიერებისა“,- აღნიშნავენ აწყურის საჯარო სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება