სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დღე, რომელიც მუდამ უნდა გვახსოვდეს!“- თბილისის N31 საჯარო სკოლის მოსწავლეები საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმს ესტუმრნენ
23-02-2023
-
+


თბილისის N31 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, გასვლითი საგანმანათლებლო ღონისძიება მოეწყო. 

სკოლის VIIა, VIIIა, VIIIბ, VIIIგ, IXბ, Xა, Xბ, კლასის მოსწავლეები საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმს ესტუმრნენ. მათ თვალწინ კიდევ ერთხელ გაცოცხლდა ჩვენი უახლესი წარსულის მძიმე წუთები.

როგორც სკოლაშო აღნიშნავენ, ოკუპაციის დღე - არის დღე, რომელიც მუდამ უნდა გვახსოვდეს და მოსწავლეებს 102 წლის წინანდელ ტაგიკულ მოვლენებს ახსენებენ. 

„ჩვენი ქვეყნისთვის ეს იყო რადიკალური გადახვევა ევროპული გზიდან. იმ გზიდან, რომელიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას ჰქონდა არჩეული.

1921 წლის 25 თებერვალს თბილისი მე -11 წითელმა არმიამ დაიკავა. საქართველო რუსული საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა. დამოუკიდებლობის დაკარგვას მოჰყვა სასტიკი რეპრესიები, ათასობით ადამიანის დახვრეტა,

ხანგრძლივი პატიმრობა და გადასახლება. ხუთკვირიანი ბრძოლისა და გმირული თავგანწირვის მიუხედავად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეებმა, ვერ შეძლეს დამოუკიდებლობის დაცვა.

ამ დღეს თავისი გმირები ჰყავს - სამხედრო სასწავლებლის 20-21 წლის სტუდენტები, იუნკრები, რომლებიც, ფაქტობრივად მარტო იცავდნენ თბილისს რუსეთის წითელი არმიისგან“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება