სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სიღნაღის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქალაქო ბიბლიოთეკას ესტუმრნენ
23-02-2023
-
+


ავლიპე ზურაბიშვილის სახელობის სიღნაღის საჯარო სკოლაში, წიგნიერების პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა, სკოლა ამ კუთხით აქტიურად მუშაობს და საინტერესო აქტივობებს აწყობს.

მათ შორის აღსანიშნავია, წიგნის კითხვის კვირეულის ფარგლებში, განხორციელებული გასვლითი ღონისძიება.  

მე-6 კლასის მოსწავლეები საქალაქო ბიბლიოთეკას ესტუმრნენ. შეხვედრას დამრიგებელი ნინო ივანიშვილი ხელმძღვანელობდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბიბლიოთეკის მენეჯერი ლია ხატიაშვილი ბავშვებს ესაუბრა საქართველოს გამაერთიანებელი დიდი მეფის - დავით აღმაშენებლის ღვაწლის შესახებ. გააცნო მისი შეხედულებები სწავლა-განათლებაზე და მეფის წიგნისადმი დიდ სიყვარულს გაუსვა ხაზი.

ღონისძიება მიმდინარეობდა კითხვა- პასუხის რეჟიმში. ბოლოს კი მოსწავლეები საჯარო ბიბლიოთეკის მკითხველთა დიდი ოჯახის წევრები გახდნენ.

14 თებერვალს კი,  წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,  საქალაქო ბიბლიოთეკის მიწვევით, მოსწავლეები კვლავ სიხარულით ესტუმრნენ მათ.

მენეჯერმა ბავშვებს, სხვადასხვა წიგნებთან ერთად, სამახსოვროდ გადასცა აწგარდაცვლილი მეუღლის, ნიჭიერი პოეტის -  თენგიზ ბეჟაშვილის ლექსების კრებულები.

შეხვედრა ბავშვების მიერ შესრულებული სიმღერებით დასრულდა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება