სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კოდის საჯარო სკოლაში ეკოკომიტეტის მორიგი სხდომა ჩატარდა
22-02-2023
-
+


ვასილ ბარნოვის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის საჯარო სკოლაში აქტიურად ფუნქციონირებს ეკოკომიტეტი, რომელიც სამოქმედო გეგმებსა და არსებული პროექტების შეფასების მიზნით არაერთ მნიშვნელოვან შეხვედრას აწყობს. 

მორიგ შეხვედრას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი, ეკოკლუბის კოორდინატორი, თემის წარმომადგენელი, მშობელი, ეკოკლუბის წევრები და მოხალისე მოსწავლეები.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ეკოკლუბმა „ბუნების მეგობრები“, სკოლის ფარგლებში ჩაატარა მარტივი აუდიტის ფორმის კვლევა, როგორც მატერიალური, ასევე ელექრტონული ფორმით. კვლევაში მონაწილეობდნენ დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები და მასწავლებლები. კველვის შედეგად გამოიკვეთა რიგი პრობლემური საკითხები და საჭიროებები. 

ეკოკომიტეტმა მდგრადი აუდიტის კვლევის მე-2 ეტაპი დაასრულა და აღნიშნულ შეხვედრაზე მოხდა მისი შეჯამება და გაანალიზება. ასევე, დაიგეგმა და გადანაწილდა შესაბამისი აქტივობები კლასების მიხედვით.

კვლევის საფუძველზე შერჩეული პრიორიტეტული თემა - „ბიომრავალფეროვნება“, გახლდათ. ეკოკლუბის შეხვედრაზე კი, მოხდა მისი გაცნობა პრეზენტაციის სახით. 

ინფორმაცია მოსწავლეებთან გაზიარდა სოციალური ქსელების საშუალებით, ხოლო მასწავლებლებთან „თიმსის“ პლატფორმაზე დეტალური ინფორმაციის მიღების მიზნით.

სკოლაში აღნიშნავენ რომ, ეკოკლუბი „ბუნების მეგობრები“, განაგრძობს ფუნქციონირებას და იწყებს მუშაობის მესამე ეტაპზე გადასვლას, რაც გულისხმობს სამოქმედო გეგმის შედგენას.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება