სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კერძო სკოლა „ცოდნის“ განათლების ხარისხის გაუმჯობესებისკენ მიმართული მრავალფეროვანი აქტივობები
22-02-2023
-
+


თბილისის, კერძო სკოლა „ცოდნა“, ორიენტირებულია მუდმივ განვითარებაზე, სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა სასწავლო პროცესის ხარისხიანად წარმართვასა და ბავშვებისთვის მაღალი დონის განათლების მიცემას. 

სკოლის წარმატება დაკავშირებულია მის ხელმძღვანელ ნაზი ნადირაძის სახელთან, რომელიც მიესალმება ყველა საინტერესო ინიციატივას, რაც განათლების ხარისხის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული. 

ამ მიდგომებმა განაპირობა, რომ მეორე სასწავლო სემესტრის დაწყებიდანვე, სკოლაში არაერთი საინტერესო აქტივობა განხორციელდა, მათ შორის არის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნა. 

როგოც სკოლაში გვიყვებიან, სამივე საფეხურის მოსწავლეები მასწავლებლებთან ერთად, ერთმანეთს უზიარებდნენ წიგნის კითხვით გამოწვეულ სიხარულსა და აღტაცებას, მოსწავლეები კლასელების წინაშე კითხულობდნენ საყვარელი წიგნებიდან გამორჩეულ ეპიზოდებს, როგორც მშობლიური, ასევე მსოფლიო ლიტერატურის ნიმუშებიდან.

„ყოველი კარგი წიგნი ხომ თვალწინ გვიშლის ახალ სამყაროს“ -  ლოზუნგის ირგვლივ, მოსწავლეები, ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა, დაწყებითი საფეხურის კათედრა, მასწავლებლები-ლია ბაზაძე, ლია გეჯაძე და ეკა თევზაძე  გაერთიანდნენ და საინტერესო ლიტერატურული სანახაობა მოაწყვეს სკოლაში. 

ასევე აღსანიშნავია, რომ მე-7 კლასის დამრიგებლის - მარიამ ნადირაძის ინიციატივით, მოეწყო „ღია ბიბლიოთეკა“, რომლის მიზანი წიგნის პოპულარიზაცია და მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლება იყო, რაც სკოლის ცხოვრების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

ასევე, მოსწავლეთა შემეცნებით- საგანმანათლებლო გასვლა მოეწყო თბილისის საავიაციო უნივერსიტეტში, ღია კარის დღეზე. ინიციატორები საბუნებისმეტყველო კათედრა და მასწავლებლები: ბელა თოდუა და რუსუდან ფარეხელაშვილი გახლდნენ, გასვლითი აქტივობა საშუალო საფეხურის მოსწავლეებისათვის საინტერესო აღმოჩნდა. 

შეხვედრაზე მასპინძლებმა ისაუბრეს ავიაციის სფეროზე, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტზე, თავიანთ პროგრამებსა და ფაკულტეტებზე. მოსწავლეები ადგილზე გაეცნენ უნივერსიტეტის სასწავლო მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, სიმულატორს, ლაბორატორიებსა და სხვას.

სკოლაში გააზრებული აქვთ, რომ აღნიშნული აქტივობები ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას და დახმარებას უწევს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს სამომავლო პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში, რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა სასწავლო პროცესში.


იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება