სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ძმაგულის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი საგანმანათლებლო ღონისძიება 
22-02-2023
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძმაგულის საჯარო სკოლაში „დავითობისა“ და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 105 წლისთავისადმი მიძღვნილი სასკოლო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება მასწავლებლების - ქეთევან ტალახაძისა და ხათუნა ასლანიძის ხელმძღვანელობით ჩატარდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა ღონისძიების დაწყებამდე წუთიერი დუმილით თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულებს პატივი მიაგეს.

ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეებს შორის, დავითის ეპოქასთან დაკავშირებით, ვიქტორინა ჩატარდა, სადაც მათ შესაძლებლობები შესანიშნავად გამოავლინეს.

აღსანიშნავია, რომ მეფის სამოსი ბავშვებმა თავად გააკეთეს, რომლითაც შეიმოსნენ და საინტერესო სპექტაკლი დადგეს.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ შემდეგი მოსწავლეები: ლაშა გორგილაძე (მოირგო დავით აღმაშენებლის როლი), საბა მახარაძე, დავით მახარაძე, ანრი მახარაძე, ბაჩანა მახარაძე, გელა მუშამბაძე, ზურაბ ხოზრევანიძე, ლანა გორგილაძე, დიანა მახარაძე, ანა მახარაძე, სალომე ასლანიძე, მირანდა მახარაძე, რიმა მახარაძე, ხათუნა მახარაძე და  სულხან მახარაძე. მათ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

მოსწავლე მალხაზ მახარაძე სიტყვით გამოვიდა და ლექსი ემოციურად წაიკითხა. ის დამსწრე საზოგადოებამ აპლოდისმენტებით დააჯილდოვა.

„სკოლის სახელით მადლობა გვინდა გადავუხადოთ ღონისძიებაში მონაწილე მოსწავლეებს“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:





კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება