სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ახალი საყულიის საჯარო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულს - მონიკა ქალდანს კუთვნილი მედალი საზეიმოდ გადაეცა
21-02-2023
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი საყულიის საჯარო სკოლის 2020-2021 სასწავლო წლის წარჩინებული კურსდამთავრებული მონიკა ქალდანი კუთვნილი ვერცხლის მედალით დაჯილდოვდა.

მედალი და ვერცხლის მედალოსნის სერტიფიკატი კურსდამთავრებულს სკოლის წარჩინებით დამთავრებისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან გადაეცა.   

აღსანიშნავია, რომ  მედალოსანთა დაჯილდოების ცერემონიალი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა.

ოქროს და ვერცხლის მედალოსნებს მედლები და აკადემიური მოსწრების სერტიფიკატები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მამუკა ჩხეტიანმა გადასცეს.

სკოლაში მონიკა ქალდანს წარმატებას კიდევ ერთხელ ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

„ახალი საყულიის საჯარო სკოლის დირექცია და სასკოლო საზოგადოება დიდი სიყვარულითა და სიამაყით ულოცავს ჩვენი სკოლის 2020-2021 სასწავლო წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულს - მონიკა ქალდანს ვერცხლის მედალს და უსურვებს ულევ წარმატებას“, - ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

​შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

ფოტო - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება