სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

რუსთავის N4 საჯარო სკოლაში საინტერესო საგანმანათლებლო პროექტი ხორციელდება
21-02-2023
-
+


რუსთავის N4 საჯარო სკოლაში პროექტის - „დემოკრატია იწყება სკოლებში“ ფარგლებში, შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრას სხვადასხვა ჯგუფი  - მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები და დირექცია ესწრებოდა.

საგანმანათლებლო ღონისძიების მონაწილეებმა მოსწავლეთა ჩართულობის მიმართულებით, სკოლაში დემოკრატიული კულტურის „SWOT-ანალიზი“ გააკეთეს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ მონაწილეებმა შეიმუშავეს სამოქმედო გეგმა, თუ როგორ უნდა  გაიზარდოს მოსწავლეთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში - მოსწავლეთა მონაწილეობა კოლეგიალური ორგანოების საქმიანობაში, კლასის და თემის ცხოვრებაში.

პროექტი ეფუძნება ევროპის საბჭოს მიდგომებს სამოქალაქო განათლების საკითხებში: ცოდნის, უნარების, ფასეულობებისა და დამოკიდებულებების ერთიან ხედვას.

„სკოლა იმედოვნებს, რომ გაძლიერდება მოსწავლეთა ჩართულობა ახალგაზრდობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. დემოკრატია ნამდვილად იწყება სკოლიდან - დემოკრატია იწყება შენით“, - აღნიშნავენ სკოლაში.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღნიშნული პროექტი მიმდინარე სასწავლო წლის ბოლომდე გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ პროექტს - „დემოკრატია იწყება სკოლებში“ ევროპის საბჭო განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება