სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წალენჯიხის N2 საჯარო სკოლაში ტრადიციული ღონისძიება - „ოქროს გლობუსი“ ჩატარდა
21-02-2023
-
+


წალენჯიხის N2 საჯარო სკოლაში იმისათვის, რომ სწავლა სახალისო პროცესად იქცეს არაერთი საინტერესო ღონისძიება ეწყობა, მათ შორის აღსანიშნავია გეოგრაფიული მარათონი - „ოქროს გლობუსი“.

ამჯერად, მარათონის ზამთრის სერია გაიმართა, რომელიც 16 რაუნდისაგან შედგებოდა და VII-XI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

გეოგრაფიის ცოდნა მოსწავლეებს აძლევს მტკიცე, მყარ საფუძველს ჩამოყალიბდნენ ისეთ პიროვნებებად რომლებიც შეძლებენ გლობალურ გამოწვევებსა და პრობლემებს გაუმკლავდნენ.

ღონისძიება, სკოლის გეოგრაფიის პედაგოგის ნანა ჯაბურიას ხელმძღვანელობით მოსწავლეებში კულტურულ-შემეცნებითი ცოდნის გაღრმავებას სამყაროს შესახებ ინფორმაციის მიღებას და გააზრებას ემსახურება.

საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის ხელმძღვანელი ნატო კვარაცხელია გახლავთ.

„თამაშის დროს მოსწავლეებს უვითარდებათ სხვადასხვა  უნარები. მთავარი ის არის, რომ თამაშის საშუალებით ვლინდება და ვითარდება ის შესაძლებლობები, რომლებიც შემდგომში სერიოზული საქმიანობების საფუძველი ხდება. სწავლის ეს სტრატეგია ბევრი ამოცანის გადაჭრაში გვეხმარება. ისინი ავითარებენ  შემეცნებით ინტერესს საგნის მიმართ და შემოქმედებით უნარს, ააქტიურებენ მოსწავლეთა სასწავლო საქმიანობას.

ამასთან,  ბევრი სასწავლო თამაში პრობლემური სწავლების ხასიათს ატარებს, რადგან არსებობს საწყისი კითხვა, რომელზეც მოსწავლეებმა პასუხი უნდა გასცენ, ხოლო გადაწყვეტის გზები ნათელი არაა. ბევრი თამაში  ურთიერთსწავლის საშუალებას იძლევა, რადგან  ჯგუფურ მუშაობას და კონსტრუქციულ საქმიანობას მოითხოვს. გეოგრაფიული თამაშები მოსწავლეებს, ერთი მხრივ, საშუალებას აძლევს  შეამოწმოს და განამტკიცოს თავისი ცოდნა, ხოლო, მეორე მხრივ –  შეიძინოს ახალი, ღრმად შეისწავლოს  რუკა.

ასე რომ, ვაქციოთ სწავლის პროცესი ერთდროულად სახალისოდ და სასრგებლოდ“- აღნიშნავს პედაგოგი ნანა ჯაბურია.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება