სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჯანსაღი კვება ჯანმრთელობის საფუძველია“- საყუნეთის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
17-02-2023
-
+


ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუნეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ. 

ამჯერად, მე-7 კლასის მოსწავლეებმა საგან მოქალაქეობაში სასწავლო თემა - ჯანსაღი ცხოვრების წესი, შეისწავლეს. რის შემდეგაც პროექტი - „ჯანსაღი კვება ჯანმრთელობის საფუძველია“, განახორციელეს. 

მათ ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ჯანსაღი კვების პოპულარიზაციის მიზნით, მოაწყვეს „კულინარიული დუელი“ - დევიზით - „ჯანსაღი კვება არ ნიშნავს უგემური საჭმლის ჭამას“. პროექტში აქტიურად მონაწილეობდნენ მე-6, მე-7 კლასის მოსწავლეები, მშობლები და ეკოკლუბი. მოსწავლეები და მშობლები გადანაწილდნენ ორ ჯგუფად და ჯანსაღი კვების პრინციპების დაცვით, კერძები მოამზადეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა შესწავლილი თეორიული მასალა პრაქტიკაში გამოიყენეს.

აქტივობის ხელმძღვანელები ლელა გელაშვილი და ფატმან თაბუნიძე იყვნენ.

„აქტივობა ემსახურებოდა ორგანიზატორების მიერ დაგეგმილ მიზანს, რომელიც მოიცავდა სასკოლო საზოგადოების ყველა რგოლის აქტიურ ჩართულობას. სკოლის დირექცია მადლობას უხდის მოსწავლეებს, მშობლებს და ხელმძღვანელებს, პროექტში აქტიური მონაწილეობისათვის და წარმატებებს უსურვებს მომავალშიც“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება