სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„კლასთა შორის ასეთი ურთიერთობა საკმაოდ ნაყოფიერია“ -გუდაურის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა უმცროსკლასელებს საინტერესო პრეზენტაცია წარუდგინეს
17-02-2023
-
+


ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, პედაგოგ ნაირა აფციაურის ხელმძღვანელობით, მე-11 კლასის მოსწავლეებმა დაწყებითი კლასების მოსწავლეებს მათ მიერ მომზადებული პრეზენტაცია აჩვენეს. მისი თემა „ალექსანდრე მაკედონელისა და იულიუს კეისრის შედარებითი დახასიათება“ იყო.

XI კლასის მოსწავლეებმა მოიძიეს დამატებითი წერილობითი მასალა. თავი კედლის გაზეთში მოუყარეს, სადაც ინფორმაციის გარდა, ნახატებიც განათავსეს. ასევე, ქვეყნების სიმბოლიკა და მმართველთა ატრიბუტიკა.

როგორც პედაგოგი ნაირა აფციაური აღნიშნავს, ღონისძიება საკმაოდ საინტერესოდ და ხალისიანად წარიმართა. პატარები კარგი მსმენელები აღმოჩნდნენ. პრეზენტაციის ბოლოს მეთერთმეტე კლასელებმა სთხოვეს მსმენელებს „კითხვების ყუთიდან“ ამოეღოთ შეკითხვები. ამან საკმაო ხალისი შემატა ღონისძიებას და რაც მთავარია, პატარები საკმაოდ გონივრულად სცემდნენ კითხვებს პასუხებს მოსმენილიდან.

„პროექტებით სწავლება ეროვნული სასწავლო გეგმის ერთ-ერთი პრიორიტეტული ნაწილია. ცხადია, მასწავლებლები ვცდილობთ, მოსწავლეები დაწყებითი კლასებიდანვე მივაჩვიოთ ამ ფორმატს.
ვთვლი, რომ კლასთა შორის ასეთი ურთიერთობა და ჩართულობა საკმაოდ ნაყოფიერია, უმაღლებს მოტივაციას და უფროსების მაგალითზე სწავლობენ პროექტებზე მუშაობის ზოგად სახეს“,- წერს ისტორიის მასწავლებელი ნაირა აფციაური.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:




კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება