სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჯანსაღი კვება“ - ალგეთის N3 სკოლის V კლასის მოსწავლეებს ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელმა საინტერესო პროექტი შესთავაზა
16-02-2023
-
+


მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან ღონისძიებებს სთავაზობენ. 

მათ შორის, ალგეთის N3 საჯარო სკოლაში ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელმა - ნანა მელიქიძემ 30 იანვრიდან 8 თებერვლის ჩათვლით V კლასში განახორციელა პროექტი - „ჯანსაღი კვება“. 

მოსწავლეებმა დიდი ხალისით მოიძიეს ინფორმაცია სასარგებლო და არასასარგებლო საკვებთან დაკავშირებით და გააკეთეს პრეზენტაციები, ასევე შექმნეს თვალსაჩინოება და ნახატები კედლისთვის;

მეხუთეკლასელებმა სასარგებლო და მავნე საკვების შესახებ ბუკლეტებიც დაამზადეს და  მოსწავლეებსა და მასწავლებლებს დაურიგეს.

როგორც პედაგოგი აღნიშნავს, პროექტებით სწავლება საინტერესოს და სახალისოს ხდის სწავლის პროცესს. 

„პროექტებით სწავლებისას მოსწავლეთა მოტივაცია მნიშვნელოვნად იზრდება და პასუხისმგებლობის გრძნობა უორმაგდებათ.  ამ, საოცარ, პატარებს ძალიან მოსწონთ სიახლის შესწავლა, პრობლემების გადაჭრის გზების ძიება, საქმიანი და ენერგიული ფუსფუსი“, - აღნიშნავს ნანა მელიქიძე. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება