| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერებისა დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამიტომ, ბავშვები სხვადასხვა ინტელექტუალურ შეჯიბრში მონდომებით მონაწილეობენ.
ამჯერად, სკოლაში ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“ ჩატარდა, რომელშიც მე-9, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეები ჩაერთნენ.
ინტელექტუალურ თამაშის ორგანიზატორი სკოლის დირექცია და ისტორია სამოქალაქო განათლების მასწავლებელი - თინა ასათიანი გახლდათ.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, თამაში საინტერესოდ წარიმართა - გამოვლინდა გამარჯვებული მაღალქულიანი მოსწავლეები, შეიქმნა სკოლის გუნდი „ერუდიტი“, რომელიც რაიონულ ინტელექტუალურ კონკურსში ჩაერთვება.
„აღნიშნული თამაშის მიზანი მოსწავლეებში ინტელექტუალური დონის ამაღლება, წიგნიერებისა და ცოდნის წახალისება, მოტივირება და ნიჭიერი მოსწავლეების წარმოჩენა იყო“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
მსგავსი შეჯიბრებების ჩატარება მოსწავლეებში აზროვნებისა და ისეთი უნარ-ჩვევების განვითარებას უწყობს ხელს, რომელიც ხარისხიანი განათლების მიღებისთვისაა საჭირო.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა