სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ანა ფრანკი და სასტიკი ეპოქა“ - ეწერის საჯარო სკოლაში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით, კლასის საათი ჩატარდა
16-02-2023
-
+


წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლაში მასწავლებლები მოსწავლეებს, ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, მე-8 კლასში (ხელმძღვანელი - მთვარისა ფიფია) ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით კლასის საათი - „ანა ფრანკი და სასტიკი ეპოქა“ ჩატარდა.

მოსწავლეებმა აღნიშნულ დღეს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს. მათ დაგმეს ანტისემიტიზმის რასიზმის გამოვლინება და ნებისმიერი სხვა ფორმის შეუწყნარებლობა.

ასევე კლასში აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით დოკუმენტური ფილმის - „ჰოლოკოსტი, ანა ფრანკის ცხოვრების გზა“ ჩვენება მოეწყო. მოსწავლეები ფილმს დიდი ინტერესით უყურებდნენ, რომლის დასრულების შემდგომაც მოსაზრებები გამოთქვეს.

„ერთ-ერთ დოკუმენტურ ფილმში ერთი რესპოდენტი გაოცებული აცხადებს, როგორ აჰყვა საზოგადოება ჰიტლერის იდეოლოგიას. მოსწავლეები სწორედ ამან გააოცა, თუ როგორ უჭერდნენ ამ სისასტიკეს მხარს, როგორ გაბოროტდა საზოგადოება და მაინც, სიკეთე სძლევს ბოროტებას“, - გვიყვებიან სკოლაში. 

კლასის საათს ესწრებოდნენ მოსწავლეები: ანი ქებაშვილი, ჯინო შონია, გიორგი ქარდავა, დიტო აბრალავა, ლუკა ქარდავა და დათა ფიფია. მათ ამ დღის შესახებ საჭირო ცოდნა და ინფორმაცია მიიღეს. ცნობიერება აიმაღლეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

აღსანიშნავია, რომ 27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეა. ნაცისტური რეჟიმისა და კოლაბორაციონისტების  ჩადენილ გენოციდს ჩვიდმეტი მილიონი ადამიანი, მათ შორის ექვსი მილიონი ებრაელი შეეწირა (ებრაელებს შორის იყო მილიონ- ნახევარი ბავშვი).

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება