| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან გაკვეთილებს აქტიურად სთავაზობენ. ისინი ბავშვებს ასევე საინტერესო პროექტებში რთავენ და მოტივაციას უმაღლებენ.
ამჯერად, მე-2 ბ კლასში, მათემატიკის გაკვეთილზე ინფორმაციული, ინტერაქტიული და სახალისო პროექტი - „მარჯვენასაჭიანი და მარცხენასაჭიანი ავტომობილები“ (საგნის მასწავლებელი - ნანა ლეჟავა) განხორციელდა.
გაკვეთილი საინტერესო აქტივობებით იყო დატვირთული - ბავშვებმა საკლასო ოთახში სათამაშო მანქანების გამოყენებით, ერთმანეთს გაუზიარეს ცოდნა - რა განსხვავებაა მარჯვენა და მარცხენასაჭიან მანქანებს შორის, ასევე განიხილეს გადაადგილების დროს რას უნდა მიაქციოს ყურადღება როგორც მძღოლმა, ასევე ქვეითმა.
გაკვეთილი ძალიან ინფორმაციული, საინტერესო და ნაყოფიერი იყო. მოსწავლეები არა მხოლოდ გახალისდნენ, არამედ საჭირო ცოდნა მიიღეს, რომელიც მათ მომავალში გამოადგებათ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა