სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„საგზაო უსაფრთხოება იწყება შენით“ - თელავის N5 სკოლაში, მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, საინტერესო პროექტი განხორციელდა
14-02-2023
-
+


თელავის N5 საჯარო სკოლაში არაერთი საინტერესო პროექტი ხორციელდება, რომლებიც მოსწავლეთა ცოდნის და თვალსაწიერის გაფართოებას ემსახურება.

ამჯერად, თელავის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, პროექტი - „საგზაო უსაფრთხოება იწყება შენით“ განხორციელდა.

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლეთა დაცვას, საგზაო ნიშნებისა და მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით მათი ცნობიერების ამაღლებას და გზაზე უსაფრთხო ქცევის კულტურის ჩამოყალიბებას.

მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში განახორციელეს შემდეგი აქტივობები - ჩაატარეს კვლევა, თემასთან დაკავშირებით მიიწვიეს სტუმარი, კლუბის წევრებმა ასევე გამართეს თანატოლგანმანათლებელთა ტრენინგი საგზაო ნიშნებთან დაკავშირებით, აგრეთვე მოეწყო ანიმაციური ვიდეორგოლების ჩვენება/განხილვა (ანიმაციური ფილმი - ქუჩაში მოძრაობის წესები“ „ საგზაო უსაფრთხოება იწყება ჩვენით“ ფილმი „ბოლო ზარი“), გაიმართა საპატრულო პოლიციის წარმომადგენელთან შეხვედრაც, ჩატარდა კონკურსი - „აღმოაჩინე საგზაო უსაფრთხოების დარღვევები და ჩაერთე შენი თემის საგზაო უსაფრთხოების პრობლემის მოგვარებაში“ (ველოდებით შედეგებს) აქტივობები კი მერიის სატრანსპორტო სამსახურთან ადვოკატირების წერილის წარდგენით დაგვირგვინდა. 

მოსწავლეებმა მათ მიერ განხორციელებული პროექტი სამოქალაქო განათლების პროგრამაში ჩართულ სკოლებს გაუზიარეს. 

„საგზაო უსაფრთხოება იწყება შენით“ იანვარ-თებერვლის პერიოდში განხორციელდა. პროექტის ფასილიტაციას უწევდა სამოქალაქო განათლების პედაგოგი ზეინაბ კაკალაშვილი.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება