სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ფუნქციონირებას ვეღარ შეძლებს ბაღი, რომელიც კორპუსის ბინაშია და საკუთარი ეზო არ აქვს“... - რას ითხოვს ახალი სტანდარტი
27-01-2023
-
+


ბაღების ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის ვადებმა 1 აპრილამდე გადაიწია, ავტორიზაციისთვის მზადება დაწყებულია და კერძო სააღმზრდელო დაწესებულებებიც კი სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ მოექცევიან, ისევე როგორც საჯაროები. ზოგადად, ავტორიზაცია გულისხმობს ინფრასტრუქტურის, კვების რაციონის, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესის კონტროლს, თუმცა არსებობს მოლოდინი, რომ კერძო სააღმზრდელო დაწესებულებების ნაწილი სახელმწიფოს მიერ დაწესებულ სტანდარტს ვერ დააკმაყოფილებს; მათ ხარვეზების გამოსასწორებლად ვადა მიეცემათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ფუნქციონირებას შეწყვეტენ.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ მაგალითად ფუქციონირებას ვეღარ შეძლებს ბაღი, რომელიც კორპუსის ბინაშია განთავსებული და საკუთარი ეზო არ აქვს; სტანდარტში შემუშავებულია კვების, ინფრასტრუქტურის, სააღმზრდელო პროცესისა და თემის ჩართულობის ნაწილიც - მაგალითად ბაღს უნდა ჰქონდეს გარე იზოლირებული სივრცე, კვების დადგენილი კალორაჟი, ჯგუფში ბავშვების განსაზღვრული რაოდენობა... 

ცენტრში აცხადებენ, რომ ბაღებს პირველ ჯერზე ექნებათ მოსამზადებელი ეტაპი; 1-დან 2 წლამდე პერიოდში უნდა გააკეთონ თვითშეფასება, გაარკვიონ, თუ რომელ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებენ და რა დრო დასჭირდებათ პრობლემის მოსაგვარებლად.

ავტორიზაციის მინიჭება 2025 წლიდან დაიწყება, მანამდე კი ბაღებს ხარვეზების გამოსწორებაზე მოუწევთ ზრუნვა, ავტორიზაციის განრიგი მომავალ წელს მომზადდება.

როგორც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი ნინო ხითარიშვილი აღნიშნავს, ბაღების თვითშეფასება იქნება მნიშვნელოვანი ორი კუთხით: ბაღი დაინახავს საკუთრ გამოწვევებსა თუ მიღწევებს და ეცოდინებათ, საით მიმართონ ძალისხმევა, მონაცემების ანალიზი კი სისტემას მისცემს საშუალებას, სრულად დაინახოს სურათი და დაგეგმოს მხარდამჭერი აქტივიობები.

აღსანიშნავია, რომ იუნესფიც აქტიურად თანამშრომლობს სახელმწიფო სტრუქტურებთან და აცხადებენ, რომ კვებისა და ინფრასტრუქტურის საკითხების გარდა, დიდი ყურადღება ენიჭება აღმზრდელის კვალიფიკაციას, რომელმაც ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით ჯგუფში შესაბამისი გარემო უნდა შექმნას.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ლექტორების ხელფასი დამოკიდებული იქნება საათებისა და სტუდენტების რაოდენობაზე - „10 ლარიანი ანაზღაურება ერთ წელიწადში ვერ მიიღწევა“

„მოიმატებს ყველა ადამიანის ხელფასი, რომელიც საჯარო სკოლაშია დასაქმებული“...

კავკასიის უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს 

მეორადი ჩარიცხვებზე რეგისტრაცია დაიწყო - ინსტრუქცია, ცნობარი და ყველა მნიშნელოვანი დეტალი ცნობილია 

პიროვნება

„გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი“

სკოლები

„ვისურვებდი, თითოეული პედაგოგის შრომა სათანადოდ იყოს დაფასებული“ - ნამიკოლაოს საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ნაჭყებია

„რაც დღეს პედაგოგს სჭირდება, ეს თანადგომაა“ - ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორის, ოთარ ვანაძე

„მასწავლებელი არის ადამიანი, რომელიც სიცოცხლის დაფასებას გვასწავლის“ - ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი პედაგოგებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება