სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მასწავლებელთა დაბალი კომპეტენცია საფრთხეს უქმნის კომპლექსური დავალებების სწორად გამოყენებას“ - კვლევა 
04-01-2023
-
+


ახალი საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში შემუშავებული სასწავლო რესურსის, ონლაინ კომპლექსური დავალებების შეფასების თვისებრივი კვლევის ანგარიში გამოქვეყნდა.

თვისებრივი კვლევა მოიაზრებდა ფოკუს ჯგუფების ჩატარებას ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში ჩართულ ქოუჩებთან და იმ მასწავლებლებთან, რომლებიც იცნობენ ახალ ეროვნულ ასწავლო გეგმას და ელექტრონულ პორტალ el.ge-ზე განთავსებულ ონლაინ კომპლექსურ დავალებებს.

გთავაზობთ, კვლვის ფარგლებში გამოვლენილ მთავარ მიგნებებს:

  • მასწავლებლების შეფასებით,  სკოლის პედაგოგების დაბალი კომპეტენცია, მათ შორის ახალი სკოლის მოდელის შესახებ ინფორმაციის არქონა და დაბალი ციფრული წიგნიერება საფრთხეს უქმნის ახალი კომპლექსური დავალებების სწორად გამოყენებას;
  • ონლაინ კომპლექსური დავალებები ზოგავს მასწავლებლების დროს და შემოქმედებითობის აუცილებლობას აცილებს თავიდან. ამ დავალებების კარგად გამოყენება შეუძლიათ ე.წ. შემსრულებელ მასწავლებლებს; 
  • კომპლექსური დავალებების დასაწყისში, ჩამოთვლილ საკითხებში თავიდან არის ხშირად ქაოსური მდგომარეობა და დამაბნეველია მასწავლებლისთვის. არეულია ზოგჯერ მკვიდრი წარმოდგენები, საკითხები, ცნებები. ზოგჯერ ისეთი სამიზნე ცნებებია გამოტანილი, რომლებიც საკმაოდ ნაკლებად მუშავდება უშუალოდ კომპლექსურ დავალებებში;
  • მასწავლებლებში არ არსებობს საერთო შეთანხმება, როგორ და როდის გამოიყენონ კომპლექსური დავალებები. მაგალითად, ჰუმანიტარული მიმართულების მასწავლებლები უფრო ხშირად მიიჩნევენ, რომ კომპლექსური დავალებების ძირითადი დანიშნულება შემაჯამებელი/განმსაზღვრელი შეფასების ჩანაცვლებაა მაშინ, როცა ზუსტი მეცნიერებების ჯგუფის წარმომადგენლები  თვლიან, რომ კომპლექსური დავალების გამოყენება მასწავლებელმა უნდა დაიწყოს ახალი მასალის ახსნის პარალელურად და შეფასება ამ რესურსის ერთ-ერთი, მაგრამ არა უმთავრესი ნაწილია;
  • კომპლექსური დავალებებით მუშაობას მასწავლებლები აღიქვამენ, როგორც ზოგად ტენდენციას, რომ იცვლება სწავლების პრიორიტეტები.  თუ ადრე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მასწავლებელს სრულად ამოეწურა სახელმძღვანელოში მოცემული ყველა ტექსტი, ამჯერად მასწავლებელს მიეცა მეტი თავისუფლება, კომპლექსური დავალებებით მოსწავლეთა თვალსაწიერი იზრდება. პედაგოგები აღნიშნავენ, რომ ერთი ლექსით კი არ იფარგლებიან, იმავე შინაარსის ან იმავე ტიპის სხვა ლექსებს, სხვა ავტორებსაც ეცნობიან. ღირებულია, რომ კომპლექსური დავალება არ არის ერთ დღეზე და ერთ საათზე გაწერილი აქტივობა და უთმობენ იმ დროს, რაც საჭირო და რაციონალურია. ამ პროცესში მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა დასვას სწორი კითხვები, იმსჯელოს მოსწავლეებთან, რა გაუჭირდათ კომპლექსური დავალებების შესრულებისას, რა უნდა გაითვალისწინონ და ა.შ;
  • რაც უფრო დაბალი კომპეტენციისაა მასწავლებელი და რაც უფრო ცუდად იცნობს ახალ ეროვნულ გეგმას, მით უფრო დიდ რისკს ხედავს, რომ კომპლექსური დავალებების, და მათ შორის ონლაინ კომპლექსური დავალებების შესრულებას დამატებითი დრო სჭირდება. ამასთან, ასეთი მასწავლებლები უფრო შემაჯამებელი/განმსაზღვრელი შეფასების ფორმად აღიქვამენ კომპლექსურ დავალებებს და არა სასწავლო რესურსად, სადაც შეფასება ერთ-ერთი, მაგრამ არა უმთავრესი ეტაპია. 
დოკუმენტი წარმოადგენს UNICEF და ააიპ „კოალიცია განათლება ყველასათვის - საქართველოსთან” თანამშრომლობით განხორციელებული ახალი საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში შემუშავებული სასწავლო რესურსის შეფასების მიზნით ჩატარებული თვისებრივი კვლევის ანგარიშს.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სპეციალურ პროგრამაში განაცხადის გაკეთება 30 სექტემბრის ჩათვლით შეგიძლიათ

გამოცდების ეროვნული ცენტრი საცდელ ტესტირებას ატარებს

დაგეგმილია ასობით პედაგოგის და სპეციალისტის გადამზადება - სტრატეგიის დოკუმენტი გამოქვეყნდა

საჯარო სკოლების მასწავლებელთა ანაზღაურების წესში შესული ცვლილებები კანონში აისახა

გამოცდა 3 სექტემბერს NAEC-ში ჩატარდება - ვის ეხება ინფორმაცია და რა უნდა გაითვალისწინონ აპლიკანტებმა  

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლაში ამაყობენ კურსდამთავრებულის მიღწევებით და მას წარმატებულ და ბედნიერ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება