სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„საით მიდიხარ შემოდგომავ“- ჯგალის თემის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეთა მრავალფეროვანი ღონისძიება
30-11-2022
-
+


კალისტრატე სალიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის თემის საჯარო სკოლაში, ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის მასწავლებლების - ნონა მიქავასა და ნონა ტოლორდავას ორგანიზებით, შემოდგომა საზეიმოდ გააცილეს. 

ღონისძიებაში - „საით მიდიხარ შემოდგომავ“, II, III,IV კლასების მოსწავლეები მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. მათ იმღერეს, ლექსები წაიკითხეს, ხოლო მე-3 კლასის მოსწავლეებმა სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი სპექტეკლი „ფოთოლთა ჩივილი“ წარადგინეს. ის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნონა თოლორდავამ დადგა.

შემოდგომის ნობათითა და შესაბამისი დეკორაციით გაფორმებული გარემო საზეიმო განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა. 

„მოსწავლეებმა სცენაზე გააცოცხლეს, აალაპარაკეს შემოდგომაზე ფოთოლცვენისგან დასევდიანებული ხეები...საოცრად მაღალი იყო მოსწავლეთა ინტერესი და ჩართულობა სცენაზე“,- აღნიშნავენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად იმართება. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

ღონისძიება ორივე სკოლის მოსწავლეთა ერთობლივი სანახაობითა და მრავალფეროვანი საზეიმო ნომრებით წარიამრთა

„წარმოდგენამ კიდევ ერთხელ გვაზიარა დიდი ქართველი მოღვაწის ცხოვრებისა და ღვაწლის მნიშვნელობას“

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება