სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„შეხვედრა ჩემთვის უცნობ პერსონაჟებთან“ - თბილისის N60 სკოლის მეშვიდეკლასელთა შთამბეჭდავი პროექტი
14-11-2022
-
+


თბილისის N60 სკოლის მე-7ე კლასში პროექტი - „შეხვედრა ჩემთვის უცნობ პერსონაჟებთან“ განხორციელდა.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს ევალებოდათ წაეკითხათ მათთვის სასურველი ნაწარმოები, ემსჯელათ და გამოეთქვათ საკუთარი აზრი, როგორც მთლიან ნაწარმოებზე ისე პერსონაჟებზე.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი შთაბეჭდილებები კლასგარეშე საკითხავ მხატვრულ ნაწარმოებებზე და ამოიკითხეს საინტერესო ფრაზები წიგნიდან. გააცნეს თანაკლასელებს მწერალი, რომლის ნაწარმოებიც წაიკითხეს. ნახატებით გადმოსცეს ემოციები წაკითხულ ნაწარმოებზე. გააცოცხლეს (დახატეს) მათთვის საინტერესო ეპიზოდები და პერსონაჟები, სხვადასხვა აქსესუარით (ზოგმა თავად შექმნა აქსესუარი) წარმოაჩინეს პერსონაჟი და მთლიანად ნაწარმოებიდან მიღებული ემოცია.

საკუთარი პრეზენტაციებით მოსწავლეებმა დააინტერსეს ერთმანეთი და გააცნეს თავიანთი საყვარელი პერსონაჟები, მწერლები და ნაწარმოებები. მოსწავლეებმა სახლიდან წამოიღეს ის წიგნები, რომლებიც წაიკითხეს და ასეთი სახით, მათ თავად შექმნეს კლასის მინიბიბლიოთეკა. ამის შემდგ კი ერთმანეთში გაცვალეს წიგნები დათქმული ვადით.

მოსწავლეებმა პროექტისთვის თავად შეარჩიეს ისეთი მელოდიები, რომლებიც, მათი ხედვით, გადმოსცემდა ამ წარმოების წაკითხვის შემდეგ მიღებულ ემოციას. სწორედ ამ მელოდიების ფონზე წარიმართა პრეზენტაციები.

პროექტის ბოლოს მასწავლებელმა თამარ ყაჭეიშვილმა წაიკითხა კიდევ ერთი ახალ მოთხრობა აკუტაგავა რიუნოსკეს - „თოვლია“, პარალელურად პროექტის მონაწილეებს დაათვალიერებინა სკოლის ბიბლიოთეკაში არსებული მათივე სკოლის კურსდამთავრებულების მიერ შექმნილი ხელნაკეთი წიგნები.

მოსწავლეებისთვის საინტერესო აღმოჩნდა პედაგოგის მიერ წაკითხული მოთხრობა „თოვლიას“ ხელნაკეთი სამგანზომილებიან წიგნის დათვალიერება და გაცნობა.

მასწავლებელი: თამარ ყაჭეიშვილი;
კლასის დამრიგებელი: თამარ მოსეშვილი.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება