აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის პედაგოგიური საზოგადოება ცდილობს მოსწავლეებმა მიიღონ არა მხოლოდ საგნობრივი ცოდნა, არამედ სხვადასხვა აქტივობით კარგად შეიმეცნონ სამყარო და განიმტკიცონ მიღებული ცოდნა.

ახლახან, აფხაზეთის N14 საჯარო სკოლელები ჩაერთნენ პროექტში - „გახდი ძველი ქართული ენის მკვლევარი“ და სწორედ მის ფარგლებში მოეწყო გასვლითი აქტივობა დადიანების სასახლეში.

მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეებს აქამდე უკვე ჰქონდათ ამომწურავი ინფრომაცია დადიანების, ეპოქისა და სხვა ისტორიული დეტალების შესახებ, ახალი პროექტის ფარგლებში ჩატარებულმა ამ აქტივობამ უფრო განუმტკიცა მიღებული ცოდნა.

„აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გასლვამ სულ სხვა თვალით დაანახა მოსწავლეებს ბევრჯერ ნანახი“ - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

დეტალებისთვის იხილეთ ბმული: „გახდი ძველი ქართული ენის მკვლევარი“