სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მომავალი განათლებაშია“ - ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შთამბეჭდავი პრეზენტაცია წარადგინეს
14-11-2022
-
+


ჩხორიის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და საგნობრივი ცოდნის მიღების გარდა, ადგილობრივი მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა პროექტებში.

ახლახან ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბიზნესის ფორუმში მიიღეს მონაწილეობა, სამეგრელო-ზემო სვანეთში და
კერძო სექტორის წარმომადგენლების წინაშე  წარადგინეს პროექტის პრეზენტაცია: „მომავალი განათლებაშია“!

„კერძო სექტორის წარმომადგენლები  გაეცნენ მოსწავლეების მიერ შექმნილ 17 პროექტს სხვადასხვა სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებზე. მოსწავლეებმა საკუთარი ხედვა გაუზიარეს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, რათა იპოვონ მსგავსი საკითხებით დაინტერესებული კომპანიები, რომლებიც ჩაერთვებიან მათი იდეების განხორციელებაში.

ამავდროულად, სკოლა-ბიზნესის ფორუმზე მოსწავლეებს სტაჟირების შესაძლებლობები შესთავაზეს კომპანიებმა: ლაზიკა კაპიტალი, გემუანი, სტარ ფუდი, APM Terminals Poti, ბიმეისონი, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია, პრაიმ ბეტონი, ემბისი, ბავშვთა გასართობი ცენტრი ბიგ დეი და რადიო ათინათი. ასევე, შეხვედრაზე გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან.

ღონისძიება გახსნა სამოქალაქო განათლების პროგრამის კერძო სექტორის ჩართულობის სპეციალისტმა ელენე ჩხეიძემ, რომელმაც განმარტა, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი კერძო სექტორის ჩართულობა სკოლების გაძლიერებისთვის. ფორუმზე დამსწრეებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ ესაუბრნენ:

APM Terminals Poti-ს კომუნიკაციებისა და კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების მენეჯერი ეთუნა ცოტნიაშვილი;

შპს ბიმეისონის მმართველი პარტნიორი ხატია გაბუნია;

შპს პრაიმ ბეტონის გარემოს დაცვის მენეჯერი თინათინ ჟიჟიაშვილი და ადამიანების უფროსი ოფიცერი სალომე კვახაძე;

ასევე, მოსწავლეებს მეწარმეობის შესახებ ესაუბრა საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მერაბ ჭითანავა.

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება