| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N1 საჯარო სკოლის X-XI კლასის მოსწავლეები პროექტის - „ჩვენ ვირჩევთ პროფესიას“ ფარგლებში სხვადასხვა სპეციალობის ადამიანთა საქმიანობას გაეცნენ.
2 ნოემბერს, მოსწავლეები პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული აქტივობის შესასრულებლად ჭიათურის სამედიცინო კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალს“, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილობრივ განყოფილებას, კომპანია „ჯორჯია მანგანეზის“ ითხვისის მაღაროთა სამმართველოს ესტუმრნენ.
მოსწავლეები ადგილზე გაეცნენ თითოეული პროფესიის სპეციფიკას, შეხვდნენ სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს. შეხვედრები წარიმართა ძალიან პოზიტიურ და სასიამოვნო გარემოში. მოსწავლეებმა ამომწურავი პასუხი მიიღეს ყველა მათთვის საინტერესო კითხვაზე.
„აღნიშნული შეხვედრები დაეხმარება მოსწავლეებს საკუთარი პროფესიის არჩევის დროს მიიღონ თამამი და დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. სკოლის დირექცია, პროექტის ხელმძღვანელები და მოსწავლეები მადლობას უხდიან აღნიშნული დაწესებულების ხელმძღვანელებს და ყველა იმ ადამიანას, ვინც მცირეოდენი წვლილიც კი შეიტანა საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში, რომ ასეთი ეფექტური და ნაყოფიერი შეხვედრა შემდგარიყო“,- გვეუბნებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა