სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი გასვლითი გაკვეთილი ბუნებაში
14-11-2022
-
+


წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული საგანმანათლებლო გარემოა შექმნილი. დირექცია და პედაგოგები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ მომავალ თაობას ხარისხიანი და სიღრმისეული განათლება მისცენ, ამისთვის კი მოსწავლეებს მრავალფეროვან გაკვეთილებს სთავაზობენ. 

მათ შორის, 10 ნოემბერს სკოლის მე-2-მე-7 კლასის მოსწავლეებისთვის ბუნებაში გასვლითი გაკვეთილი ჩატარდა. 

გაკვეთილი სამ საგანს - ბუნებას, ჩვენ საქართველოს და გეოგრაფიას აერთიანებდა. მისი თემა კი - წყლის ობიექტების გაცნობა და შედარება იყო. 

მოსწავლეებმა დაათვალიერეს თევზის აუზი, მდინარე ინწირა, ნაკადული, ფშა. გააცნობიერეს თითოეული ობიექტის კვების ტიპი, წყლის დონე, მნიშვნელობა გარემოსთვის. ისაუბრეს წყლის მნიშვნელობაზე და დაცვაზე.

განხორციელებული აქტივობა შეადგენს სასკოლო პროექტის - „წალენჯიხის რაიონის წყლის ობიექტების შედარებითი დახასიათება“ ერთ-ერთ ეტაპს.

სასწავლო პროცესს მასწავლებლები - ანნა წულაია, ლანა არდია და გიგლა აბრალავა ხელმძღვანელობდნენ.

სკოლის დირექცია შთამბეჭდავი გაკვეთილის თითოეულ მონაწილეს მადლობას უხდის. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება